დიმიტრი ხუნდაძე – ნატო-ს წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს წევრ ქვეყნებს – ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში ამოღებულია

დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ქართულ თარგმანში, ამოღებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ნატო-ს წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს.
„დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი იქნება პასუხი, ან იქნება თუ არა საერთოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში არის ამოღებული, ხოლო რა მიზნით, ეს უკვე ჩვენ წერილში მკაფიოდ არის განმარტებული“, – წერს ხუნდაძე.
ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ქართული თარგმანის ორიგინალისგან განსხვავებაზე, რის მიზეზადაც დასახელებულია „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ევროკავშირისა და ნატო-ს საკითხის ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”