დიმიტრი ხუნდაძე – მოხევეობა არის სიამაყე, „ნაცობა“ – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს

მოხევეობა – ეს არის სიამაყე, „ნაცობა“ – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მან განმარტა, რომ მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი ჩუმად იპარებოდნენ, როდესაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულმა ნატა ფერაძე და გია ჭანტურია მოთმინებიდან გამოიყვანა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იცნობენ მოხევეებს, თუმცა მოხევეები კარგად იცნობენ „ნაცებს“.
„ამიტომ, 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, გასცემენ პასუხს”, – დასძინა მან.
ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალის” პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”