მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
დეპუტატი, მარკო რუბიოს მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უწოდებს და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება.
„ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, მაგრამ ეს არ მომხდარა ისე, რომ რუბიოს უცებ გაახსენდა საქართველო და დარეკა. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. გახსოვთ ალბათ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, იმყოფებოდა -ში. შემდეგ იყო ვიზიტები საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი და შეხვედრები პრეზიდენტთან და ამერიკის მაღალ პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო გაკეთებული ღია განაცხადი, რომ საქართველო მზად არის, მოხდეს გადატვირთვა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. იყო მზაობა, მრავალი საქმიანი და შედეგიანი ვიზიტები და ადეკვატურია როცა მზაობა ორმხრივია, იქნება ორივე მხრიდან ვიზიტებიც და სატელეფონო ზარიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა ბატონი რუბიო ახორციელებს ზარს პრემიერ-მინისტრთან და აქვთ გულწრფელი საუბარი. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს