დიმიტრი ხუნდაძე – „ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“ – ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მ მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც აწ უკვე პოლიტიკური პარტიის შედეგებსა და მიზნებზე.
„ისტორიული არა იმიტომ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია ფუძნდება, არამედ იმიტომ, რომ ფუძნდება პარტია, რომელმაც ჯერ კიდევ საწყისშივე, საზოგადოებრივი მოძრაობის სახელით, თამამი ნაბიჯი გადადგა და პირველმა ღიად განაცხადა ის სიმართლე, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ, უცხოეთშიც კულისებში იმალებოდა.
პოლიტიკას თავისი წესები აქვს და ხშირად საჯაროდ ვერ ვამბობთ იმას, რამაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება ან დიპლომატიური ურთიერთობები დააზიანოს. მაგრამ, დგება მომენტი, როდესაც აუცილებელია სიმართლის ხმამაღლა თქმა ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად.
სწორედ, ასეთი მომენტი იყო წელიწადნახევრის წინ, როდესაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა. ხშირად მშვიდობის შენარჩუნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ომის ქარცეცხლში ბრძოლის მოგება.
ხისტი სიმართლით, რომელიც თავდაპირველად საზოგადოებისთვის უჩვეულოც კი იყო, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში. ამიტომ, ხალხმა დაინახა, რომ ძალა სიმართლეშია!
ბრძოლა დაგვჭირდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაც. სტატუსის მოპოვებაში „ხალხის ძალას“ ლომის წილი აქვს. საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფოს ძალა არა ცალ ფეხზე დგომაში, არამედ, ძალა ღირსებაშია!
ერთი წლის წინ, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს. მათ არ სურდათ, ხალხს მეტი სცოდნოდა. დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებაა. სწორედ ამიტომ არის ის აგენტურისთვის ერთადერთი იარაღი, ჩვენთვის კი – მიუღებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ მიუხედავად მძლავრი შემოტევისა, ძალა გამბედაობაშია!
დღეს საქართველო გახდა მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი. ეს არის უშუალოდ სა და ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მიღწევა. მარტივი არ არის, ამ უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში შეინარჩუნო ქვეყანაში მშვიდობა, მიაღწიო ეკონომიკურ წინსვლას და გახდე ეკონომიკური და პოლიტიკური ჰაბი მსოფლიოში.
დღეს თამამად ვიღებთ თანამედროვეობის უახლეს გამოწვევებს. ვისწრაფვით პროგრესისკენ და ვცდილობთ, გლობალურ პოლიტიკაში საქართველომ დაიმკვიდროს ფუნქციურად ღირსეული ადგილი. არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ, მსოფლიომ დაინახა, რომ ძალა გონიერებაშია!
პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“ ფუძნდება არა ცარიელი ფურცლიდან, არამედ, მოკლე, მაგრამ შრომატევადი წარსულიდან, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. პარტიული მოღვაწეობა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ ვიცით ყველა გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას: სოციალური, რაშიც მოიაზრება ყველა სეგმენტი: ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, შშმ პირები, დევნილები. ვიცით ეკონომიკური წინსვლაც და ასევე – პრობლემებიც, დემოგრაფიული, განათლების თუ სხვა სფეროებში გასატარებელი ღონისძიებები. მაგრამ, უმთავრესი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ არა მარტო ტერიტორიები, არამედ, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი.
საერთაშორისო პარტნიორობაში ჩვენ გამოვედით თავდახრილი ქვეყნის როლიდან და თანასწორუფლებიან პოზიციაში ვაგრძელებთ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“! -ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი. პროგრესული კონსერვატიზმი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წარსულით, იგი ორიენტირებულია განვითარებაზე, სიახლის მიღებაზე, ოღონდ ისე, რომ არ დააზიანოს წარსულის ფასეულობები.
„ხალხის ძალის“ პოლიტიკა ყოველთვის იქნება დაფუძნებული სიმართლეზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. გვჯერა, რომ ამ გზაზე გვექნება საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან ვიცით, რომ ძალა ხალხშია!“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს