– ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან

ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადოლფ ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მსგავსად, ისტორიას დარჩება, როგორც ფაშიზმი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი წერს.
როგორც ის აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს.
„ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს. ასევე უნდა ვაღიაროთ საქართველოშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მტრული იდეოლოგიაც. „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს. პარტიიდან კადრების გადინება და შიდა დაპირისპირება მცირეა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ.
დროა, საქართველოს უახლესი მოვლენებიც შეისწავლოს და შეფასდეს. თუ წარსული სწორად არ შევაფასეთ, მომავალს ვერ შევქმნით. ევროპის მსგავსად, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია