დიმიტრი ხუნდაძე – ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ვწუხვარ, რომ ევროკავშირი არა პარტნიორული ურთიერთობის, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს

ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი“ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არა პარტნიორული ურთიერთობის, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს – ყველაფერს რუსულს არქმევს,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, მ განაცხადა, რითაც ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას ეხმაურება.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ისინი ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად არიან, თუმცა ევროკავშირი საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს.
„ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი“ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. უსამართლო რეზოლუციები, სანქციებში საქართველოს ჩართვის იძულება, ქუჩაში აურზაურის წახალისება, ს დემოკრატიის შუქურად გამოცხადება, მისი თითქოს წამების ლეგიტიმაცია ელჩების ჩართულობით, გვახსოვს დემარშები. ასევე ISPED-ის, რომელიც დაფინანსებულია დასავლეთიდან, ს გაყალბების მცდელობა. ასევე გვახსოვს საზოგადოების გახლეჩის აქტიური მცდელობა, თითქოს ხელისუფლება ერთი სხვა იყოს, მეორე სხვა. მაგრამ როცა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს არჩევნებში, პირდაპირ უშუალოდ ერეოდა და მოუწოდებდა, რომ ამომრჩევლებს მათთვის სასურველი შედეგები დაეყენებინათ, შემდეგ კი დაემუქრნენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არა პარტნიორული ურთიერთობის, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს – ყველაფერს რუსულს არქმევს. მინდა გითხრათ, რომ წარმომადგენლობით პალატაში, იურიდიულმა დეპარტამენტმა სწორედ ევროკავშირი დაადანაშაულა, რომ ისინი ცალმხრივი ცენზურას ეწევიან, რომელიც უსამართლობის ერთ-ერთი ფორმაა.
ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისთვის, თუმცა ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირი ჩარევები შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში, არჩევნებში მათი სასურველი შედეგის იძულება და მუქარა ამომრჩეველთა მიმართ მიუღებელია, ისევ და ისევ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.
რუსული იარლიყის გამოყენება უკვე აპრობირებული პრაქტიკაა, არამხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ თავად -შიც ვხედავთ, რომ რუსული იარლიყის მიკვრა, იქაც ბრძოლის იარაღად არის გამოყენებული. ეს არის მარტივი ინსტრუმენტი, რომ ყველაფერი გადაფარო და რუსული დაარქვა, მაგრამ გვახსოვს გამჭვირვალობის კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, ერთადერთი პასუხი თუ რატომ იყო კანონი რუსული, პასუხად გასცეს, რომ – იმიტომ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს სცენარი დასავლური ბიუროკრატიისა და „დიფ სთეითისგან“ მოდის.
„ეს [სცენარი] არის დასავლური ბიუროკრატიის, „დიფ სტეიტის“, რომელიც პრაქტიკულად არის ხელშემშლელი არამხოლოდ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების, არამედ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამას საფრთხედ უყურებს და მანვე განიზრახა, რომ „დიფ სთეითი“ უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავად ამერიკა აღმოჩნდეს დამარცხებული. ეს არის გლობალური პრობლემა და ამას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების, თანამეგობრობის ობიექტური და ფხიზელი დამოკიდებულება. ჩვენ ამას ვუყურებთ აშშ-შიც და ამას ვაკეთებთ საქართველოშიც, რომ საქართველოს ინტერესები არა რომელიმე ჯგუფს ან ვინმეს ინტერესებს შეეწიროს, არამედ ეს იყოს ქართული როგორებისაა და სახელმწიფოს ინტერესებში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.