დიმიტრი ხუნდაძე – დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს რომ სიკეთე არ მოაქვს, ყველა ვხედავთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ერის დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი.
მისივე თქმით, „საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ, რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას“.
„დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს რომ სიკეთე არ მოაქვს, ყველა ვხედავთ.
პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი და ნაკლებად ინფორმირებული ხალხი, სოციალურ ქსელებში აქტიურობით ამძიმებენ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს. ზოგი ამას გაუმართლებელი გულწრფელობით აკეთებს, ზოგი პოლიტიკური კეკლუცით, ზოგი ბულინგის შიშით და ზოგიც დაკვეთის შესასრულებლად „შრომობს”.
ამ ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ჩვენი დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი. ნაწილობრივ ამას აღწევენ კიდეც. ბავშვებსაც მიადგნენ.
არ ინდობენ მოზარდების ფსიქო-ემოციურ გარემოს, რაც სახიფათოა პირველ რიგში მათთვის.
საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ,რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას. აფერხებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. ხელს უწყობენ რწმენისა და ოჯახური ფასეულობების განადგურებას, ლგბტ პროპაგანდას და თაობათაშორისი ურთიერთობების მოშლას.
დროა დავფიქრდეთ და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ სამშობლოს,“- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს