: ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს… მშვიდობის გარანტი დღეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა

„ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი , რითაც ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლების კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, კვლევა არა რეალურ ვითარებას ასახავს, არამედ მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.

„ედისონ რისერჩის“ კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, რომ თითქოს ოპოზიციას გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო.

ეს კვლევები არა 26, არამედ 27 ოქტომბერზეა გათვლილი.

საზოგადოებრივი აზრი, რომ ომის, სანქციებისა და ჩარტერებით ში მეომრების გაგზავნის საწინააღმდეგოდ მყარად ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ უარყო ოპოზიციამ, რომ სულ მცირე ხნის წინ ჯიუტად უჭერდა მხარს ომსაც და სანქციებსაც. უფრო მეტიც – საქართველოდან ში იარაღიც უნდა გაგვეგზავნა და აფხაზეთსაც დავსხმოდით თავს.

ამიტომ ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას.

მშვიდობის გარანტი დღეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება