დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
ვინაიდან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საზოგადოების, განსაკითრებით ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია,
მათთან შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა ამ პრობლემას, როგორც ანტიქართულ მოვლენას და ახალგაზრდებს განუმარტა, რამდენად სახიფათოა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მისი გენოფონდისთვის ნარკოტიკების მოხმარება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდების მხრიდან დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ნარკოდანაშაულის მიმართ სასჯელის გამკაცრება; რას ითვალისწინებს იძულებითი მკურნალობა; რა შემთხვევაში ხდება პირის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება და სხვა.
ახალგაზრდებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას მათი რესოციალიზაციის კუთხით.
Next: იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის – „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში