დიმიტრი ცქიტიშვილი – Eagle Hills-ი არის “საპნის ბუშტი”, რომელიც იქნება მექანიზმი შავი და თეთრი ფულის, მათ შორის ივანიშვილის ფინანსების კონსოლიდაციისთვის – განათლების რეფორმაც ივანიშვილის წარუმატებელი პროექტის, ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენის სპეცოპერაციაა

Eagle Hills-ი არის საპნის ბუშტი, რომელიც იქნება მექანიზმი შავი და თეთრი ფულის კონსოლიდაციისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა და განმარტა, რომ მათ შორის აღნიშნული პროექტის გამოყენება “ივანიშვილის შავი ფულის” გათეთრებისთვისაც მოხდება.
“მაშინ, როცა შავ ფულზეა საუბარი და ეს შავი ფული იკვეთება საქართველოში, ასობით მილიონი, ამ შემთხვევაში ამ ფულის დაბინავებაზეა საუბარი, როგორ მოხდეს ისე, რომ ეს ფული შემოვიდეს საქართველოში და გათეთრდეს, ამასთან გვაქვს საქმე” , – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ გულისხმობს ს ფულს.
“ეს ასობით მილიონი ხომ მასთან იყრის საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მაგას ვგულისხმობ [ივანიშვილს] “, – დასძინა მან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, არაბული ინვესტიციის პროექტი არის „ფეიკ-სისტემა”, შესაბამისად, მასში ცქიტიშვილის ფულის გათეთრების სქემას უფრო ხედავს, ვიდრე რეალურ ინვესტიციას.
“ჩვენ უკვე არცერთი ნაბიჯის აღარ გვჯერა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება გადადგას და ამაში რაღაც პოზიტიური დავინახოთ. მე მგონია, რომ კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო მიმართვა საკუთარ მომხრეებთან, რომ არ არის ყველაფერი ცუდად და თუ რაღაც გაგვეპარა, გვაპატიეთო. მაგრამ აქ არ არის რაღაც ეთნიკურად შეცვლის პროექტი, თუმცა აქ კიდევ უფრო რთულად არის საქმე, რაზეც ჯერ კიდევ პასუხები არ არის მათი მხარდამჭერებისთვისაც. რეალურად, რაციონალი არ ჩანს ამ პროექტში. კი იძახიან, დიდი ინვესტიცია არისო, მაგრამ ეს ინვესტიცია ამ სახით, ამ ვითარებაში და ამ მასშტაბის მშენებლობები არ შეიძლება ამ ეკონომიკურ ბაზარზე მაშინ, როდესაც იზოლირებული ხარ ევროკავშირისგან და, ზოგადად, დასავლური ბაზრებიდან.
მე ცალსახად მგონია, რომ ეს არის ფეიკ-სისტემა, რომელიც საერთოდ არ არის არაფერთან დაკავშირებული. რასაც ვაკვირდები, ეს არის გაბერილი საპნის ბუშტი, რომელიც იქნება უბრალოდ მექანიზმი და არანაირი განსაკუთრებული ინვესტიცია არ იქნება. ეს იქნება ადგილზევე მობილიზებული გარკვეული შავი და თეთრი ფულის რესურსების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მერე გაფორმდეს რაღაც ინვესტიცია.
როცა შავი ფული ტრიალებს, მისი გათეთრების ყველაზე ადვილი გზა არის უძრავი ქონების პროექტებში და რაც უფრო მასშტაბურია ამ უძრავი ქონების პროექტები, ძალიან ადვილია შემოიტანო ბევრი ფული, გაათეთრო და გარკვეულ აქტივებად აქციო. ამ სქემას უფრო ვხედავ მე მანდ, ვიდრე რეალურ ინვესტიციას.
ეს ფული რომ დავთვალოთ, თითოეულ კვადრატზე რა უნდა დაჯდეს მშენებლობა, გამოდის ისეთი ფასი, რაც დღეს გასაყიდი ფასიც კი არ არის ქართულ ბაზარზე”, – განაცხადა მან.
ამასთან, ცქიტიშვილმა განათლების რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციონერის თქმით, განათლების სისტემა ეწირება ს წარუმატებელ პროექტის, ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენის ოპერაციას.
„რაც შეეხება განათლების რეფორმას, მგონია, რომ გზის დრამატული ცვლილება ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენი განათლების სისტემა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ამაში ჩამოვრჩებოდით, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა და გაგვეაქტიურებინა ჩვენი ბოლონიის პროცესი, რომელიც ევროსტანდარტებზე მთლიანად გადასვლას გულისხმობდა, ამის ნაცვლად ჩვენ მთლიანად უკან წამოვედით. მეორე საკითხიც უძრავ ქონებას უკავშირდება – ისინი ამბობენ, რომ უნდა გაყიდონ საგანმანათლებლო შენობები ანუ გამოდის, რომ ისევ შავი ფული უნდა გაათეთრონ.
საქართველოში დასავლური ფული აღარ შემოდის და აღარ არის ამდენი სასტუმროს მშენებლობის საჭიროება. ამ შემთხვევაში შავი ფული გასათეთრებლად ისევ უძრავი ქონება არის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც მუდმივად ღირებული აქტივია და უნივერსიტეტის შენობები არის რუსთაველზე – თეატრალური უნივერსიტეტი, ჭავჭავაძეზე – ილიაუნი და თსუ.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქუთაისის უნივერსიტეტზე, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი პროექტი, მაგაზე უნდათ მთელი სახელმწიფო პროგრამები მიმართონ, რომ რამენაირად გადაარჩინონ. ეს არის ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენის სპეცოპერაცია. ამას ეწირება მთელი განათლების სისტემა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ამასთან, გადაცემაში ცქიტიშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ პროცესებზე და პროტესტზე.
ცქიტიშვილის თქმით, 28 ნოემბრის პროტესტზე საზოგადოებამ ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დაანახოს, რომ პროტესტი ისევ არსებობს და ის არსად წასულა.
“28 ნოემბერი ძალიან დიდხანს იქნება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური შემოტრიალების თარიღი, როდესაც ხელისუფლებამ თავხედურად გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს და უბრალოდ მოიტყუა ის, რომ თითქოს ცალმხრივად შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მომზადება, რაღაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შედეგად გაწევრიანება. ეს უბრალოდ ტყუილია, ასოცირების ხელშეკრულება სულ სხვა პროცესს ნიშნავს და საერთოდ არ არის დაკავშირებული გაწევრიანებასთან. მათ უბრალოდ ყველა ის კომპონენტი და ყველა ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გამო ჩვენ ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ, ამ ერთი წლის განმავლობაში მოშალეს.
ეს უბრალოდ 28 ნოემბერს გამოაცხადა. მანამდეც არ ყვაოდა დემოკრატია, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ დღიდან იწყება სრული ჩამოშლა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის. დღეს გვაქვს მიტაცებული სახელმწიფო, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირს აქვს. ჩვენ რომ ამ სტანდარტით მანამდე ვყოფილიყავით, არათუ კანდიდატის სტატუსს, ასოცირების ხელშეკრულებასაც არავინ გაგვიფორმებდა.
ჩვენ ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ამ ხელისუფლებასაც, მსოფლიო საზოგადოებასაც და ერთმანეთსაც, რომ ეს პროტესტი არსად არ წასულა, ეს პროტესტი ცოცხალია და ამ პროტესტს სჭირდება არა მიძინება, არა დავიწყება, არა დროის მოგება, არამედ ამ პროტესტს სჭირდება ადეკვატური პასუხების გაცემა, მაშინ დამთავრდება ეს პროტესტი ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ იღებს “გახარია საქართველოსთვის” პარტია პროტესტში მონაწილეობას და ხომ არ ეშინიათ მის ყოფილ თანაგუნდელებს იმ მოქალაქეების, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის მათ აკრიტიკებდნენ, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ისინი შეცდომების სპირალში არიან შესული და საკუთარ ამომრჩეველთანაც გარკვეულ კონფლიქტში შევიდნენ.
“არ ვიცი, ეშინიათ თუ არა, მე ვფიქრობ, რომ შეცდომების სპირალში შევიდნენ და ყველა მომდევნო შეცდომა კიდევ ახალ-ახალ შეცდომას აშვებინებს. ის შეცდომა, რომელიც იყო არჩევნებში მონაწილეობა ასეთი ფორმით, მერე იყო პარლამენტში შესვლა და ყველა შემდეგი ნაბიჯი ასეთივე მცდარი იქნება. სამწუხაროდ, ეს გზა აირჩიეს მათ. მე ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარ ამომრჩეველთანაც გარკვეულ კონფლიქტში შევიდნენ და ეს დავინახეთ ს შედეგებში, როდესაც თავისმა ამომრჩეველმა არ მისცა ხმა.
თეორიულად ამას შეიძლება პოლიტიკური იდენტობის კრიზისი დავარქვათ, რომელშიც ისინი არიან. თუ იპოვიან თავის თავს და თავის პოლიტიკურ იდენტობას ჩამოაყალიბებენ, ძალიან კარგი იქნება. უბრალოდ, სხვის ნეგატივზე აგებული იდენტობა არ მუშაობს. ის, რომ “ნაციონალები” არ მოსწონთ, ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, იქ ალბათ ბევრი ვინმე იქნება, ვინც შეიძლება მე არ მომწონდეს, მაგრამ დღეს არის ის საკითხი, რომ მე ვდგავარ იქ არა ვიღაცასთან ერთად, არამედ ჩემი პირადი პრინციპების გამოძახილით”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.