დიმიტრი ცქიტიშვილი – 5 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გამარჯვებას გაიფორმებს, 4 ოქტომბრის რევოლუციის მომხრეები კი ფაქტის წინაშე დადგებიან, რომ რევოლუცია არ მოხდა და არ დამთავრდა ყველაფერი – ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიბრძვით უკვე ახალ რეალობაში

არჩევნებში მონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ აძლევს საშუალებას ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი გაურკვეველი ჰიბრიდული რეჟიმიდან გადაიქცეს ელექტორალურ ავტორიტარიზმად , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებში რაიმე კომპონენტში მოგების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
„პრაქტიკულად გამოდის, რომ მათთან ერთად [არჩევნებში მონაწილე პარტიები] იქმნება ელექტორალური ავტორიტარიზმი, რომელიც ფორმალურად დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის საშუალებას იძლევა და ნებსით თუ უნებლიედ ამ პროცესში არიან ჩართული პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში იქ, სადაც თეორიული და პრაქტიკული შანსი საერთოდ არ არის დარჩენილი ამ ს რამე კომპონენტში, ნაწილში მოგების“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ს თქმით, 4 ოქტომბერს რიგითი, მაგრამ მნიშვნელოვანი, პროტესტი გაიმართება და „რევოლუციის მომხრეები ფაქტის წინაშე დადგებიან, რომ ეს რევოლუცია არ მოხდა და არ დამთავრდა ყველაფერი“.
„მინდა ვცდებოდე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს იქნება რიგითი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ 5 ოქტომბერს შედეგები გამოცხადდება, გაიფორმებს „ქართული ოცნება“ გამარჯვებას და გადავდივართ ახალ ეტაპზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიბრძვით უკვე ახალ რეალობაში, როდესაც პარტიების ნაწილი არის საკრებულოში, ნაწილი არშემდგარი ბოიკოტში, 4 ოქტომბრის რევოლუციის მომხრეები ფაქტის წინაშე დადგებიან, რომ ეს რევოლუცია არ მოხდა და არ დამთავრდა ყველაფერი. ამისთვის რამდენად ვართ მზად? აქამდე მივედით და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ვაკისრებ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.