დიმიტრი ცქიტიშვილი – ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ – არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს,დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

– ბატონო დიმიტრი, -ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წელს არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მოსმენა გაიმართა, რომელშიც „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ პარტიების კონგრესმენებმა და ასევე USAID-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით საკმაო კრიტიკული მოსაზრებები იქნა გამოთქმული. ფაქტია, რომ შეფასებებში „დემოკრატებზე“ მეტად კრიტიკულები „რესპუბლიკელი“ პოლიტიკოსები იყვნენ.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები წარმომადგენელთა პალატაში საქართველოზე გამართულ მოსმენაზე…

– ბოლო ვითარებებიდან გამომდინარე, ის რაც მოვისმინეთ მოსალოდნელი იყო და სიახლეს არ წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მზარდი, არგუმენტირებული და დასაბუთებული კრიტიკა გვესმოდა. მათი კრიტიკა თანხვედრაშია იმ კრიტიკის, რაც ჩვენ ხელისუფლების მიმართ ამერიკელი კონგრესმენების გარდა ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გვესმოდა, ასევე ჩვენივე არასამთავრობო სექტორისაგან, საზოგადოებისა და ოპოზიციიდან.

ვიმეორებ, ეს კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა. საუბარი ძირითადად იყო იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესების ეროზია, რომ ხელისუფლებამ სტრატეგიულ ხედვებს გადაუხვია, საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის ეროვნულ არჩევანსა და მიზანს გადაუხვია.

განიხილეს მოსალოდნელი ქმედებები თუ შეზღუდვები, ასევე ფინანსური სანქციები, რაზეც საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული და ხელისუფლებას ფასის გადახდა მოუწევს იმაში, რასაც ისინი სჩადიან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

– ამ მოსმენაზე საკმაოზე მეტად კრიტიკული მოსაზრებები მოვისმინეთ. მე მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებ. . .

„ივანიშვილის გამოსვლა დიქტატორის გამოსვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე აშშ-ს პარტნიორის“… „ეს იყო ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება“.

„მეგობარი აქტი“ პრორუსული ოცნების ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების გამო შემუშავდა“.

„განიხილება დახმარების პროგრამების შეჩერება და გადამისამართება, აგრეთვე პოლიტიკური ჩართულობის შეწყვეტა“…

რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ტიპის განცხადებები?

– ეს განცხადებები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მათ მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები, სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნება თუ იმ შესაბამისი სააგენტოებიდან, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურებში საქართველოზე არიან პასუხისმგებელი.

ეს ეხება სხვადასხვა იუნიონისტებს და საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის საქმიანობას, რომლებიც საქართველოს მიმართ კონკრეტულ ფინანსურ თუ მატერიალურ თუ არამატერიალურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ.

ყველა ნიშანი იმისა სახეზეა, რომ მოხდება აშშ-დან სახელმწიფო დახმარებების შემცირება, რომლის 90% სახელმწიფოს სტრუქტურებს ეძლეოდა. იქნება ამ დახმარებების ან შემცირება, ან საერთოდ განულება. მთელი აქცენტი გადავა სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ქვეყანაში ფუნქციონირებენ და რომელთა გადარჩენა ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის ამოცანაა.

რამდენად იაზრებს ამას ხელისუფლება ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ, როგორც ჩანს ხელისუფლება „აწვება პირველ ჩვენებას“, რაც გაცხადდა ივანიშვილის გამოსვლაში გაზაფხულზე აქციაზე, შემდეგ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ყრილობაზე. ეს გამოსვლები მსგავსი და იდენტური იყო და საკმაოდ არადემოკრატიული.

ამ განცხადებებით საზოგადოებისთვის ხელისუფლებას არ შეუთავაზებია არა თუ განვითარების პროგრამა, ან პოზიტიური დღის წესრიგი, არამედ, საზოგადოებას შიშის დანერგვისა და კონსპირაციული თეორიებით უთხრეს – ან „ქართული ოცნება“ აირჩიეთ, ან მოვა უძლეველი შავი ძალა „ომის პარტიის“ სახით, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას არევს.

საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში ქვეყნის მართვისას კონსპირაციულ თეორიებზე არ საუბრობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ასე იქცევა და სწორედაც რომ კონსპირაციებით ცდილობს წარმოაჩინოს რომ მსოფლიო კონსპირაციებით იმართება და ამგვარ მითოლოგიურ აღქმებში ჰყავთ შეყვანილი ჩვენი სახელმწიფო, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც არიან გულწრფელი თუ არ არიან გულწრფელი, არიან პროპაგანდის მსხვერპლი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი რეალურად არსებობენ. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო ღვივდება კონფრონტაციის მუხტი და ამას ხელისუფლება აკეთებს იმის ნაცვლად, რომ ეს კონფრონტაცია განმუხტოს.

თქვენს მიერ მოხმობილ განცხადებებს რომ დავუბრუნდეთ, თითოეულ ამ განცხადებას აქვს თავისი კონკრეტული ქმედებები. შესაძლოა ეს იყოს დაფინანსების შეზღუდვები, საინვესტიციო ნაკადების შესაძლო გადახედვები, განვითარების პროექტების შემცირება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მხარდაჭერის შემცირება და ასე შემდეგ.

ზოგჯერ ეს მხარდაჭერა მატერიალურია, ზოგჯერ არამატერიალური, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ამიტომ პარტნიორების დაკარგვა ძალიან მძიმე დანაკარგი იქნება საქართველოსთვის, რადგან ამ დახმარების გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის პოზიცია, ამგვარია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მთელი დემოკრატიული საზოგადოების პოზიცია.

ამერიკელი კონგრესმენების მსგავსი შეფასებები გვესმის ჩვენ გერმანელი, ფრანგი და ბრიტანელი პოლიტიკოსებისგან და მთლიანობაში ევროკავშირის ლიდერებისგან. ასეთმა მხარდაჭერამ უზრუნველყო აქამდე ჩვენი წარმატებების მიღწევა და მისი დაკარგვა მნიშვნელოვნად დააზარალებს პირველ რიცხვში ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ამიტომაც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, თამაშობს ეროვნული ინტერესებით და ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე უნდა ძალაუფლების შენარჩუნება.

– პროგრამების გადახედვაზე ბევრმა, მათ შორის USAID-ის წარმომადგენელმაც ისაუბრა.

ბევრმა ისიც თქვა, რომ „არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთო.“…

პროგრამების გადახედვა და შემცირება რა გავლენას იქონიებს საქართველოზე? მოკლევადიან პერსპექტივას ვგულისხმობ, თორემ გრძელვადიანში რომ კარგად არ გვექნება საქმე, გასაგებია…

– პროექტების ძალიან დიდი ნაწილი თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში. ჩვენს ბიუჯეტს იმის რესურსი არ აქვს, რომ მეტი მოახმაროს თავდაცვის უწყებას, ამიტომ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორეა, რომ ეს დახმარება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

ჩვენ ძალიან მოწყვლად რეგიონში ვცხოვრობთ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, და თუ ჩვენ აქ გვექნა ჩავარდა, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის დასუსტება ავტომატურად გვაქცევს არა მარტო მოწყვლად ქვეყნად, არამედ შესაძლოა, გადაგვაქციოს ს მარიონეტულ ქვეყნად. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, შესაძლოა საქართველო რუსეთის მძევალი აღმოჩნდეს.

თუ ქვეყანას აღარ ჰყავს მხარდამჭერები, პარტნიორები, მაშინ ავტომატურად ხდება რუსეთის მძევალი და მისი ძალიან დიდი გავლენის ქვეშ. ასე იქნება მიუხედავად იმისა, ქვეყნის ხელისუფლება პრორუსულია თუ არა.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, სამოქალაქო სექტორის განვითარებას, პარლამენტი, ნებისმიერი სამინისტრო, მთავრობა, მუნიციპალიტეტები, ყველგან არის უზარმაზარი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, რომლებიც გვეხმარებიან რომ ჩვენი სტრუქტურები უკეთესები და უფრო ეფექტურები იყვნენ, ჩვენი თანამშრომლები და ბიუროკრატია მომზადებული და გადამზადებული იყოს, ამაშიც საკმაოდ ბევრს გვეხმარებიან პარტნიორები.

პარლამენტში დღემდე ძალიან აქტიური იყო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა იმაში რომ პარლამენტის სტრუქტურების საქმიანობა ეფექტური და ხარისხიანი გამხდარიყო. სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებაში და ადმინისტრირებაშიც გვეხმარებოდნენ პარტნიორები. ყველაფერ ამაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ საქართველო რჩება მარტო, იზოლირებული იმ გამოწვევების წინაშე რაც ქვეყანას აქვს.

ვიმეორებ, მატერიალურის გარდა, აქ არის ექსპერტული ცოდნის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან აქამდე ვიღებდით. ამაზე უარის თქმა ძალიან დააზიანებს ქვეყანას.

– კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი . ვრცელი ამონარიდის მოხმობა მომიწევს

პრემიერმა განაცხადა – „არავითარი საფუძველი არ აქვს კრიტიკას, რომელიც კონგრესში მოვისმინეთ – მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მიჩვეული ვიყავით. ამერიკას საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვს ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია., რის გამოც ვიხილეთ კონგრესში უსამართლო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“.

რამდენად ადეკვატურად აღიქვა საქართველოს მთავრობამ მის მისამართით კონგრესში გამოთქმული კრიტიკა?

– ის, რაც მთავრობამ კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა და რაც აღიქვა, მე ორ ნაწილად გავყოფდი. მე მგონია, რომ მთავრობას ძალიან კარგად ესმის რა იყო გუშინ და რა გზავნილები გაკეთდა მისი მისამართით.

ვფიქრობ, ის კომენტარი, რაც პრემიერმა გააკეთა კონგრესში გაკეთებულ განცხადებებზე, შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი. გათვლილი იყო „ქართული ოცნების“ პროდასავლელ მხარდაჭერებზე. ხელისუფლება ჯერ კიდევ მათ ამ ამომრჩეველს უთხრა – ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ამერიკასთან ურთიერთობების გამოსწორების შანსი. ეს ყველაფერი ცალკეული კონგრესმენების ინიციატივებია და „ქართულ ოცნებას“ ყველა საფუძველი აქვს იმის, რომ გამოასწოროს ურთიერთობები.

რამდენად დამაჯერებელია ეს განცხადებები ეს ცალკე თემაა, მაგრამ, ეს მათ პროდასავლელ ამომრჩეველზეა გამიზნული. რეალურად, იციან, ან უნდა იცოდნენ თუ როგორ უნდა შეაფასონ სიტუაცია. ეს ურთიერთობები ასე თავის თავად არ გამოსწორდება. ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ მოიგონ და შემდეგ თქვან – ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავის ამ ქვეყანას.

ამისკენ მიჰყავთ საქმე და ამისთვის უნდათ შეინარჩუნონ პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი. მათ იციან, რომ თუ ისინი დაკარგეს და არჩევნებიც წააგეს ლეგიტიმაციას სრულად დაკარგავენ. ამ ცეცხლია ახლა გახვეული ხელისუფლება – უნდა აქონ ამერიკა. მაგრამ, ამავე განცხადებაში პრემიერმა თქვა, რომ ეს იყო „შეტევა სახელმწიფოზეო“. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას სახელმწიფოზე თავის თავთან აქვს გაიგივებული. ისინი არ არიან სახელმწიფო, დროებით არიან ხელისუფლებაში. სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პარტია.

შესაბამისად, კონგრესში საქართველოს კონკრეტული მმართველების მიმართ გამოთქმული კრიტიკა იყო და არა სახელმწიფოს კრიტიკა. საქმე ისაა, რომ თან აკრიტიკებენ და თან ამბობენ რომ მათთან ურთიერთობებს დაალაგებენ. მათ თავადაც კარგად იციან და ესმით, რომ ეს ასეც არაა. ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების აღარანაირი შანსი არ აქვთ.

ისინი ახლა იხტიბარს არ იტეხენ სანამ არჩევნები არ დასრულდება. თუ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, მაშინ ვნახავთ აბსოლუტურად სხვა „ქართულ ოცნებას“, რომელიც უარს იტყვის ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზეც კი.

– ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა არა ბუდაპეშტში, არამედ ბრიუსელში გაიმართება.

მას შემდეგ რაც ევროკავშირში დამკვიდრებული როტაციის წესის გამო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა, ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრა ბუდაპეშტში იგეგმებოდა.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერი ორბანი ჯერ ვიზიტით კიევს ესტუმრა და შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, შემდეგ მოსკოვში ჩავიდა პრეზიდენტ პუტინის შეხვდა, ამის შემდეგ პეკინს ესტუმრა და ჩინეთის პრეზიდენტ სის-თან ჰქონდა შეხვედრები, ევროკავშირის ლიდერები ორბანის ამ ვიზიტებს არა მარტო გაემიჯნნენ, თქვეს, რომ მას ევროკავშირის ლიდერებისგან არანაირი მანდატი არ ჰქონია ეწარმოებინა მოლაპარაკებები კიევთან, მოსკოვთან და პეკინთან.

მოკლედ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა კია უნგრეთი და პრემიერი ორბანი, მაგრამ, ფაქტია, რომ ევროკავშირის ლიდერებთან მას ურთიერთობები აშკარად გაფუჭებული აქვს, რის დასტურადაც ბუდაპეშტში არ შემდგარი დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება და იგი ბრიუსელში გაიმართება.

იმ დაპირისპირების ფონზე რაც ახლა ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინის გამო ხდება, ანაც, აშშ-სა და პეკინს შორის იმავე უკრაინის საკითხზე, რას უნდა ნიშნავდეს ევროკავშირების ლიდერები ორბანის ღია ბოიკოტირება?

– შესაძლოა, ეს გლობალური პოლიტიკის კუთხით ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ეს არის ევროპის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების პასუხი ორბანის არადემოკრატიულ და არალეგიტიმურ ქმედებებზე.

ერთი, რომ ევროკავშირი ცნობს ყველა ქვეყნის უფლებას, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება დაარღვიოს თანამეგობრობაში ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. როცა ორბანი ამას არღვევს, მას უწევს ასეთი ფასის გადახდა.

ვიცი, რომ ორბანს ევროკომისიაში არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ევროკავშირის ყველა ქვეყანას ჰყავს ევროკომისიაში წარმომადგენელი. ახლა არის საუბარი, რომ უნგრეთს არ მისცენ საშუალება ჰყავდეს თავისი კომისარი. ესეც ერთგვარი სანქცია იქნება უნგრეთისთვის, რომ ის არადემოკრატიულ პროცესებს აწარმოებს თავის ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, ორბანს უნდა, რომ გარკვეული საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოიპოვოს, ცდილობს ჩინეთი, რუსეთი მოიაროს და რუსეთსა და ს შორის სამშვიდობო როლი მოირგოს.

ამ მიმართულებით მისი აქტიურობა წარუმატებელიც იყო, და არც შეიძლება ყოფილიყო წარმატებული, რადგან როტაციულ თავმჯდომარე ქვეყანას ასეთი უფლებამოსილებები არ აქვს. მას ევროკავშირის სახელით მოქმედების უფლება არც აქვს. შეუძლია, როგორც უნგრეთის პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკა აწარმოოს მაგრამ, ევროკავშირის სახელით დიდი პოლიტიკის წარმოების უფლება არ აქვს.

ევროკავშირის სახელით მოქმედების უფლება აქვთ ევროკავშირის პრეზიდენტებს, კომისიას, კომისრებს, ევროკავშირის საბჭოს შეუძლიათ კოლექტიურად განსაზღვრონ საგარეო პოლიტიკური კურსი. არც ერთი ლიდერი არ აძლევდა თავის თავს უფლებას, თავისი ქვეყნის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს რაღაც ახალი საერთაშორისო ინიციატივა წამოეწყო.

ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობა ძალიან სპეციფიკური და რეგლამენტირებული მანდატია და აქვს ფორმალური სტატუსი. ამიტომ, ორბანის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, თან გაურკვეველ საკითხებზე, ეს წარმოუდგენელი და მისივე სტატუსთან შეუსაბამო იყო.

ამიტომ, გლობალურად ეს არაფერს არ ცვლის, მაგრამ, ევროკავშირმა ორბანს და სხვასაც აჩვენა, რომ არის საკმაოდ პრინციპული ორგანო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი