დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გარეშე არჩევნებში უმრავლესობის მიღების შანსი არ აქვს და შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს დღის წესრიგში „აგენტების კანონის“ დაბრუნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის ყოფილ წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.
– ბატონო დიმიტრი, კარგა ხანია არ გვისაუბრია საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე. ლამის დღე არ გავა, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა არ დაანაონსოს. მაგრამ, ახლა ყველაზე აქტუალურია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დაინიციირება.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა მ თქვა, მმართველი გუნდის ამ კანონპროექტით, მისი მიღების შემთხვევაში „აგენტებს“, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“ ერქმევათ.
„აღარ დავუბრუნდებით ამ კანონს“, ამბობდა შარშან მაშინ პრემიერი და პრაქტიკულად იგივეს ამბობდა პარლამენტში შარშან „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი .
ხელისუფლების ამ განცხადებებს წინ უძღოდა იმგვარი ინიციატივები, რომელიც იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველი გუნდი „აგენტების კანონს“ დაუბრუნდებოდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ხელისუფლების მიერ აგენტების შესახებ“ კანონის ისევ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნებას?
– ცალსახად ძალიან ნეგატიურად ვაფასებ. იმიტომ რომ ჩვენ ეს საკითხი ერთხელ გავიარეთ და მაშინ აშკარად დავინახეთ საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება. ამ თემაზე შარშან გამართული აქციები იყო სპონტანური, ისინი არ იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული. სხვებმაც, მაგრამ უპირველესად ახალგაზრდებმა გამოავლინეს სულისკვეთება იბრძოლონ იმ საკითხებისთვის, რაც აერთიანებს ქართულ საზოგადოებას. ვგულისხმობ საქართველოს ევროპულ მომავალს.
ამ წინააღმდეგობამ მაშინ იმოქმედა და უკან დაახევინა მმართველ ძალას. დღეს რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ დამბრუნებოდა „აგენტების კანონს“, მართალი გითხრათ, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. რაღაც ვარაუდები კი მაქვს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ხელისუფლებას სახელმწიფო შეჰყავს ისეთ პროცესში, როცა იქნება პროტესტები, წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. ეს კი წარმოუდგენელია მოხდეს არასასიამოვნო ვითარებების გარეშე, რაც ქვეყანას გადაიყვანს არასტაბილურობის ვითარებაში. ეს კი არც ერთ შემთხვევაში ქვეყნისთვის კარგი არ იქნება.
ახლა ხელისუფლებას სახელმწიფო შეჰყავს ისეთ პროცესში, როცა იქნება პროტესტები, წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. ეს კი წარმოუდგენელია მოხდეს არასასიამოვნო ვითარებების გარეშე, რაც ქვეყანას გადაიყვანს არასტაბილურობის ვითარებაში. ეს კი არც ერთ შემთხვევაში ქვეყნისთვის კარგი არ იქნება
ერთადერთი, რაც შესაძლოა ხელისუფლებას აინტერესებდეს, გახლავთ ის, რომ ხელისუფლებას ხელში აღმოაჩნდეს სამოქალაქო სექტორზე ძლიერი და კანონიერი ზემოქმედების შესაძლებლობა. ეს კანონი სხვა არაფერია, თუ არა რეპრესიული მექანიზმი. ეს კანონი წაკითხული მაქვს და კარგად ვიცი რასაც ვამბობ. ეს კანონი გახლავთ ტიპური რეპრესიული კანონი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ხელისუფლებას შესაძლოა აინტერესებდეს ქვეყანაში სიტუაციის მაქსიმალური რადიკალიზაცია. პოლარიზაცია იმდენად უკიდურესი იყოს, რომ ქვეყანაში ს წინ კვლავაც ჩამოყალიბდეს ორი პოლუსი და ასეთ ფონზე ხელისუფლებამ გაიმარჯვოს 2024 წლის არჩევნებში და ექნეს შესაძლებლობა მხოლოდ თავად დააკომპლექტოს მთავრობა.
ჩემი აზრით, დღევანდელი მოცემულობით ხელისუფლებას არჩევნებით ძალაუფლების შენარჩუნებისა და მთავრობის ერთპარტიულად დაკომპლექტების თეორიული შანსი არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გარეშე არჩევნებში უმრავლესობის მიღების შანსი არ აქვს და შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს დღის წესრიგში „აგენტების კანონის“ დაბრუნება.
„ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გარეშე არჩევნებში უმრავლესობის მიღების შანსი არ აქვს და შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს დღის წესრიგში „აგენტების კანონის“ დაბრუნება
– თავიდან ევროკავშირის რეკომენდაციებში ერთ-ერთი საკითხი იყო დეპოლარიზაციის დაძლევა, ან ამისკენ ნაბიჯების გადადგმა. თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და პოლარიზაციას აღრმავებს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვითარებაში, როცა 2024 წელს გადასაწყვეტი გვაქვს ორი ამოცანა – ევროპული რეკომენდაციების შესრულება, რომ წლის ბოლოს ბრიუსელმა საქართველოსთან ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და 2024 წლის დემოკრატიულად ჩატარება.
თუ ხელისუფლების ამ ინიციატივას შევხედავთ, რა სურათს ვიღებთ, რა ჩანს?
– ამ შემთხვევაში მე არ შემიძლია არ დავეთანხმო პრეზიდენტს, რომელსაც ამ თემაზე ბრიფინგი ჰქონდა. პრეზიდენტმა ცხადად თქვა, რომ ამ კანონის ისევ დაბრუნება არის ანტიევროპული ქმედება და ქვეყნის ევროპულ გზაზე ვითარების კიდევ უფრო დამძიმება.
მან იგულისხმა ის თუ როგორი იყო ამ თემაზე ჩვენი ამერიკელი და განსაკუთრებით ევროპელი პარტნიორების რეაქცია. ახლა „აგენტების კანონის“ დღის წესრიგში დაბრუნება საქართველოს აშორებს იმ გზიდან, რასაც ქვეყნის ევროპისკენ გასავლელი გზა ჰქვია. კანონის მიღების შემთხვევაში, არა თუ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე იქნება საუბარი, არამედ, არ გამოვრიცხავ, ევროპულმა ინსტიტუტებმა ახლა რაც გვაქვს, მხედველობაში მაქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისიც კი უკან წაიღონ.
„აგენტების კანონის“ დღის წესრიგში დაბრუნება საქართველოს აშორებს იმ გზიდან, რასაც ქვეყნის ევროპისკენ გასავლელი გზა ჰქვია. კანონის მიღების შემთხვევაში, არა თუ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე იქნება საუბარი, არამედ, არ გამოვრიცხავ, ევროპულმა ინსტიტუტებმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც უკან წაიღონ
ქვეყანას, რომელშიც სამოქალაქო სექტორის მიმართ რეპრესიული მექანიზმები აქვს დანერგილი, ის ევროკავშირის წევრობას არ იმსახურებს. ასე შეაფასებენ ამ ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორები.
უკვე მოცემულ სტატუსს რამდენად შეგვიცვლიან, ვერ გეტყვით. მაგრამ, თუ ეს კანონი იქნა მიღებული, ბრიუსელი ევროკავშირში საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს, რადგან ეს გახლავთ არაევროპული გზა და ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
– გუშინ ამერიკელმა სენატორებმა ამ თემაზე თქვეს, რომ „ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალს ევროკავშირში“.
ბალტიისპირელმა ჩვენმა გულშემატკივარმა თქვა, რომ „თუ ეს მოხდა, იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება“…
მე-12 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და არა მგონია, რომ მათ ეს არ ესმოდეთ. თუ ესმით და მაინც ასეთ ნაბიჯებს დგამენ, მაშინ რა გამოდის?
– გამოდის ის, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზას ხედავს სამოქალაქო სექტორზე რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებაში და პროცესების რადიკალიზაციაში. სხვა ახსნა ამას არ აქვს. თუ შენ ასეთი ძლიერი ხარ და დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება და ასეთი საყოველთაო მხარდაჭერა გაქვს, სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა არ უნდა გჭირდებოდეს.
„ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზას ხედავს სამოქალაქო სექტორზე რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებაში და პროცესების რადიკალიზაციაში. სხვა ახსნა ამას არ აქვს
საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ „აგენტების კანონის“ ისევ დღის წესრიგში დაბრუნება არის ს მიერ ნაკარნახევი. ხელში არ გვიჭირავს არანაირი მტკიცებულება რომ ეს ვამტკიცოთ, მაგრამ, ასეთი კანონები ხომ რუსეთის მიერაა ინიციირებული. ეს ის საკითხებია, რომელიც რუსეთს წარმატებით აქვს აპრობირებული თავის ქვეყანაში და „წარმატებით მუშაობს“.
რუსეთში „აგენტების კანონმა“ შეასრულა თავისი ფუნქცია, ძალაუფლების არადემოკრატიული მეთოდებით შენარჩუნების ინსტრუმენტი გახდა. თუ ეს კანონი იქნა მიღებული, იმავე მიზნისთვის იქნება გამოყენებული – ყველაფრის ფასად, მათ შორის საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ფასად.
ვგულისხმობ უარის თქმას ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროკავშირის წევრობაზე. ასეთ პირობებში არც ნატოსთან ურთიერთობებში შეიძლება იყოს პროგრესი და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ცოტა ხანში ნატოს სამიტია დაგეგმილი და ჩვენ პროგრესის ნაცვლად გვექნება რეგრესი.
რუსეთში „აგენტების კანონმა“ შეასრულა თავისი ფუნქცია, ძალაუფლების არადემოკრატიული მეთოდებით შენარჩუნების ინსტრუმენტი გახდა. თუ ეს კანონი იქნა მიღებული, იმავე მიზნისთვის იქნება გამოყენებული – ყველაფრის ფასად, მათ შორის საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ფასად
– „აგენტების კანონის“ კვლავ დღის წესრიგში დაბრუნებაზე საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში -ს საელჩო ახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩი, წინა ელჩისგან განსხვავებით ამ კანონს „რუსულ კანონად“ არ გამოაცხადებს.
ბოლო ორი-სამი დღეა ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ს ელჩისგან კატეგორიულად მოითხოვენ პასუხს კითხვაზე თუ რატომ არიან აშშ-ს მიერ დასანქცირებული ქართველი მოსამართლეები და რატომ აფინანსებენ ისინი საქართველოში სამოქალაქოს სექტორს, რომელიც ქვეყანაში არეულობას გეგმავს.
30 წელზე მეტია ვაკვირდებით არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და ვერც კი ვიხსენებ ოფიციალურ თბილისს როდის ჰქონდა და საერთოდ ჰქონდა თუ არა იმ ტიპის ურთიერთობები აშშ-სთან, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს.
გასაგებია, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, მაგრამ ახლა საინტერესოა, ამგვარ დამოკიდებულებაზე რა შეიძლება იფიქრონ ჩვენმა ვაშინგტონელმა პარტნიორებმა?
– ეს არ არის რიტორიკა და ლექსიკა, რომელიც პარტნიორებს შორის გამოიყენება. ბუნებრივია, რომ პარტნიორებს შორის უკმაყოფილება არსებობდეს, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობები ასე არ ხდება ხოლმე. ყოფილა სხვადასხვა ქვეყნებს შორის დაძაბულობა, მაგრამ, უკმაყოფილების გამოხატვას თავისი სპეციფიკური დიპლომატიური ენა და ფორმები აქვს.
როგორც ჩანს, ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება აშშ-ს მიმართ ორ რამეს ემსახურება – 1. ერთია რიტორიკა ქვეყნის შიგნით, რომელიც ემსახურება ამომრჩევლებზე ზემოქმედებას, რომ მათ ჩათვალონ, რომ ძლიერი ხელისუფლება ჰყავთ, რომელიც არავის არ ეპუება და ჩვენს „სუვერენიტეტს“ იცავს,
2. მეორე გახლავთ ის, რომ ამგვარი დამოკიდებულება პარტნიორებთან ვაჭრობისა და შანტაჟის მცდელობას ჰგავს. აშშ-ს წინა ელჩმა ასე ქნა, მაგრამ ახალი ელჩისგან სხვაგვარ დამოკიდებულებას ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევე მოვიქცევით, როგორც წინა ელჩს მოვექეცით. ეს კი შანტაჟია. შანტაჟი, რომელიც უფრო ვაჭრობას ჰგავს.
ამგვარი დამოკიდებულება პარტნიორებთან ვაჭრობისა და შანტაჟის მცდელობას ჰგავს. აშშ-ს წინა ელჩმა ასე ქნა, მაგრამ ახალი ელჩისგან სხვაგვარ დამოკიდებულებას ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევე მოვიქცევით, როგორც წინა ელჩს მოვექეცით. ეს კი შანტაჟია. შანტაჟი, რომელიც უფრო ვაჭრობას ჰგავს
ასეთი ელფერი აქვს ყველაფერ ამას, მე სხვას ვერაფერს ვხედავ. საუბარია აშშ-ზე, რომელსაც წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამაში მონაწილეობა აშშ-მ და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში სალივანს მიიღო.
– რადგან ვაჭრობისა და შანტაჟის თემა ახსენეთ, ამ თემით გავაგრძელებ საუბარს. გვახსოვს, რომ დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისგან პოლიტიკაში დაბრუნებას მოითხოვდნენ. ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა.
ბევრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, დასავლელი პარტნიორები მასთან კავშირზე არ გადიან და ახლა იგი ცდილობს მათგან ყურადღების მიქცევას.
თუ ვაჭრობა აქვს დაწყებული ოფიციალურ თბილისს პარტნიორებთან, რამდენად დიდია ალბათობა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ივანიშვილთან ვაჭრობა დაიწყონ?
– გამიჭირდება იმის თქმა, შევლენ თუ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ივანიშვილთან ვაჭრობაში. ჯერ არც ის ვიცით, რა პოზიცია ექნება აშშ-ს ხელმძღვანელობას იმ ნაბიჯებზე რა ნაბიჯები აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის აშშ-სგან დიალოგი რომ იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან დარწმუნებული ვარ. არა მგონია მას კულუარული და ვაჭრობის სახე ჰქონდეს. მათ ამის არანაირი საჭიროება არ გააჩნიათ.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის აშშ-სგან დიალოგი რომ იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან დარწმუნებული ვარ. არა მგონია მას კულუარული და ვაჭრობის სახე ჰქონდეს. მათ ამის არანაირი საჭიროება არ გააჩნიათ
ჩვენ შეიძლება მეტი დავკარგოთ აშშ-მ. აშშ ჩვენთვის არის არა მხოლოდ მეგობარი და პარტნიორი, არამედ საქართველოში დიდი კონტრიუბიუტორი სოციალურ სფეროში, ეკონომიკაში, კულტურაში და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამას „ქართული ოცნების“ ლიდერები დიდად არ აღიარებენ, მაგრამ, მათი უმეტესობა ამ საერთაშორისო პროექტებში იყვნენ ჩართულები და ეს კარგად იციან. უბრალოდ, დღეს ასე უნდათ წარმოაჩინონ.
ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება წარმოუდგენია თავისი ხელისუფლების დაკარგვის ერთ-ერთ მიზეზად. ამიტომ ისინი ცდილობენ ჭიდაობით, ჯანჯღარით, ჟონგლიორობით, ქვეყნის შიგნით გამოიწვიონ წყლის ამღვრევა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოქმედების ასეთ ფორმა შეარჩია. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მაქსიმუმი გაეკეთებინათ.
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი და ახლაც აქვს ყოფილიყო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი ინიციატორი, მაგრამ ასე რომ არ ხდება, ვხედავთ. ვწუხვარ, ხელისუფლებამ მოქმედებისთვის ცუდი გზა აირჩია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი