დიმიტრი ცქიტიშვილი – სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა
– ბატონო დიმიტრი, ევროპარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც საერთაშორისო პოლიტიკის არა ერთ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს, მათ შორის დებატები გაიმართა საქართველოზეც.
საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო კანონი „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. ევროპარლამენტარების უმრავლესობამ ბევრი გვაკრიტიკა, იყვნენ ისეთებიც, რომელთა დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი საკმაოდ ლოიალურიც იყო, მაგრამ, ძირითადად დიდი დოზით მოვისმინეთ პარტნიორებისგან კრიტიკა.
რა გვითხრეს ჩვენმა პარტნიორმა ევროპარლამენტარებმა, იმ ორგანიზაციის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, რომელთა ორგანიზაციაში წევრობისკენ საქართველო მიისწრაფვის?
– მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარებისგან კრიტიკა ძალიან მრავალფეროვანი იყო, საერთო ხაზი კი ასეთი იყო – არსებული კანონი და ის ხაზი, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ატარებს, სრულიად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან და ამ კანონის მიღებისა და შესაბამისად პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სულ სხვა და არა ევროპული მიმართულებით წავა.
ანუ, კანონის მიღების შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქართველო ვერ მიიღებს ვერც ევროკავშირში ქვეყნის მიღებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. შესაძლოა დაკარგოს ის, რაც უკვე აქვს. ასეთია მოკლე რეზიუმე იმ განცხადებების რაც საქართველოზე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ითქვა.
ევროპარლამენტარებისგან კრიტიკა ძალიან მრავალფეროვანი იყო, საერთო ხაზი კი ასეთი იყო – არსებული კანონი და ის ხაზი, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ატარებს, სრულიად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან და ამ კანონის მიღებისა და შესაბამისად პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სულ სხვა და არა ევროპული მიმართულებით წავა
ზოგიერთი მეტსაც ითხოვს, მაგალითად სანქციების დაწესებას, ზოგი პოლიციის თანამშრომლებისათვის, ზოგიც პარლამენტარების მიმართ. ეს შეფასებებიც გვერდზე რომ გადავდოთ, ცალსახაა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების აზრით, ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, იგი შეუსაბამოა ქვეყნის ევროპულ გზასთან, შესაძლოა დაგვაკარგვინოს ის, რაც გვაქვს, ანუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
გარდა ამისა, მოვისმინეთ ხელისუფლების გარკვეული მხარდამჭერი განცხადებებიც, მაგრამ, ისინიც არ იყო მთლად ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს რადიკალური მემარცხენეების წარმომადგენლებმა, რომლებიც აკრიტიკებდნენ ზოგადად დასავლურ დემოკრატიას იმაზე, რომ დასავლური დემოკრატია არაეფექტურია და ასე შემდეგ. ეს განცხადებები უფრო ჰგავდა იმპერიალიზმზე ლენინურ რიტორიკას.
ყველა სხვა გამომსვლელმა თქვა, რომ კანონის მიღებით საქართველო არ თუ არ უახლოვდება ევროკავშირს, პირიქით, მნიშვნელოვნად სცილდება მას და ეს იყო ევროპარლამენტარებისგან მთავარი გზავნილი.
კანონის მიღებით საქართველო არ თუ არ უახლოვდება ევროკავშირს, პირიქით, მნიშვნელოვნად სცილდება მას და ეს იყო ევროპარლამენტარებისგან მთავარი გზავნილი
– ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან, საქართველოს თემაზე დიდი ხანია მუშაობენ, ამბობენ – „მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო რუსეთს“.
ამ ტიპის განცხადებები ევროპარლამენტში ბევრი გაკეთდა, მაგრამ, თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ჩვენი პარტნიორებისგან საქართველოში მიმდინარე პროცესების ამგვარი აღქმა რეალობას?
– ერთია, ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რუსეთთან კავშირებზე და ამაზე აკეთებდნენ აქცენტს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება, არ არის დემოკრატიული, უკვე აპრობირებულია, გამოცდილიცაა და დანერგილიც და თავისი შედეგებიც გამოიღო რუსეთში.
ცალსახაა, რომ ასეთი პოლიტიკა არის გაგრძელება იმის, რაც გაიარა პუტინმა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული და განსაკუთრებით მისი მოღვაწეობის გვიანდელ პერიოდში.
პუტინი ეტაპობრივად ზღუდავდა ჯერ მედიას, შემდეგ ბიზნესს, მაგრამ, შემდეგ მან ოლიგარქებთან ბრძოლა გადაიტანა იმ ოლიგარქებზე, ვინც მედიებს ფლობდა და მოხდა ამ მედიასაშუალებების ექსპროპრიაცია. ამის შემდეგ მიადგა სამოქალაქო სექტორს, საბოლოო ჯამში მიიღეს ის, რაც მიიღეს. ახლა ამ გზისკენ მიმავალ ნაბიჯებს დღეს საქართველო დგამს.
ასეთია ეს კანონი, რომელიც რეპრესიულია და მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეჩერებას იმ კანონიერი მექანიზმებით, რომლის დანერგვაც ახლა უნდათ. ამასვე ემსახურება ის დისკურსი, თითქოს ევროკავშირი ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდისა და საქართველოსთან მიმართებაში წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილს ჰგავს.
შესაძლოა, ამ თემაზე დან საქართველოში არც არავის დაურეკავს, თუმცა ამაშიც უკვე ეჭვი მეპარება. შესაძლოა ყველაფერი დავალებებით ხორციელდება. ფაქტი ისაა, რომ ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს, სრულიად სინქრონულია იმ ნაბიჯებთან, რაც ხდებოდა და ახლაც ხდება რუსეთში. ამიტომ, ცალსახაა, რომ ეს ეჭვები ძალიან გამყარებულია
ამასვე ემსახურება საუბრები დემოკრატიის ეროზიაზე. ეს პროპაგანდა და რიტორიკა არ არის ახალი. ეს არც „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგების მიერ არაა შექმნილი. ეს კარგა ხნის წინ აპრობირებული ტექსტებია, ისინი ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. ეს ყველაფერი ადამიანებს საშუალებას აძლევს ლოგიკურად დაუკავშირონ რუსეთს.
შესაძლოა, ამ თემაზე რუსეთიდან საქართველოში არც არავის დაურეკავს, თუმცა ამაშიც უკვე ეჭვი მეპარება. შესაძლოა ყველაფერი დავალებებით ხორციელდება. ფაქტი ისაა, რომ ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს, სრულიად სინქრონულია იმ ნაბიჯებთან, რაც ხდებოდა და ახლაც ხდება რუსეთში. ამიტომ, ცალსახაა, რომ ეს ეჭვები ძალიან გამყარებულია.
– ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ „კანონი ქართულია“. ანალოგიური კანონების მიღების შემდეგ რას დაემსგავსა პუტინის რუსეთი, ვიცით. ინტელექტუალური რუსეთის უდიდეს ნაწილს მოუწია ქვეყნის დატოვება.
შეძლო ხელისუფლებამ საზოგადოების იმაში დარწმუნება, რომ „კანონი ქართულია?
– ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ძირეული გარდატეხა საზოგადოებაში მომხდარი არ არის. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ნაბიჯს, მათთვის „აგენტების კანონი“ ისედაც „ქართული“ იყო.
ძირეული გარდატეხა საზოგადოებაში მომხდარი არ არის. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ნაბიჯს, მათთვის „აგენტების კანონი“ ისედაც „ქართული“ იყო
საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მზარდი ნაწილი ხედავს, რომ ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება ქართულ ინტერესებს, ეს არის სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული და საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების სრულიად სრულიად საწინააღმდეგო.
ანუ, ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენთვის იმ სახელმწიფოს მშენებლობის საწინააღმდეგოდ, რაც ჩვენ რამდენიმე ათწლეულია გადაწყვეტილი გვაქვს და წლებია ამ გზას მივყვებით.
საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მზარდი ნაწილი ხედავს, რომ ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება ქართულ ინტერესებს, ეს არის სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული და საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების სრულიად სრულიად საწინააღმდეგო
საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რომ იდგმება ხელისუფლების ნაბიჯები, საზოგადოების დიდი ნაწილი და მოსახლეობა უკვე დარწმუნებულია.
რეალურად გაზომვა იმისა, თუ რამდენი გადაარწმუნეს და დაარწმუნეს, ამას ვერ გეტყვით, რადგან, ხელისუფლების პროპაგანდა ამისთვის საკმაოდ ძლიერად მუშაობს. საზოგადოების ნაწილი მართლაც ფიქრობს, რომ, ეს კანონი გამჭვირვალეობისთვის საჭიროა.
ყველამ დაინახა, რომ ამ კანონს გამჭვირვალეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იგი უპირველესად რეპრესიული კანონია. ის რიტორიკა, რომელიც ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა, არის სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების მიჯირყვნის დაკანონების მცდელობა.
კანონს გამჭირვალეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იგი უპირველესად რეპრესიული კანონია. ის რიტორიკა, რომელიც ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა, არის სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების მიჯირყვნის დაკანონების მცდელობა ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის კომუნიკაცია ჩიხშია შესული. ხელისუფლებას არანაირად არ ესმის და არც იღებს კრიტიკას
– ამ თემაზე -ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა მორიგი განცხადება. მასში ნათქვამია – „კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან“.
ასეთი განცხადებები ბოლო დღეებში ბევრი მოვისმინეთ, მაგრამ, ახლა მთავარია ისინი როგორ აღიქვა ხელისუფლებამ. თქვენი დაკვირვებით, როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი?
– ხელისუფლება ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიში არის ტყუილები, ზოგადი შეფასებები ასეთი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის, ზოგადად აშკარად მიუღებელია კრიტიკა. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის კომუნიკაცია ჩიხშია შესული. ხელისუფლებას არანაირად არ ესმის და არც იღებს კრიტიკას.
იმედი მაქვს, რომ საქმე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებამდე არ მივა და პარტნიორებთან ურთიერთობები ასეთ ჩიხში არ შევა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და არანაირი საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ შესაძლოა ეს არ მოხდეს
ეს ეხება იმ კანონსაც, რომელიც დასავლეთისთვის მიუღებელია. ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ამ კანონის მიმართ პროცესის შეტრიალების არანაირი სურვილი და ინტერესი არ გამოუხატავს. და ეს მაშინ, რომ ამ თემაზე პარტნიორებისგან ღიად მივიღეთ გზავნილები.
– ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე პარლამენტარმა ევროკავშირს მოუწოდა ივანიშვილისთვის და იმ დეპუტატებისთვის, ვინც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, დაუწესდეს სანქციები.
თუ საქმე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებამდე მივიდა, ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე განაჩენი იქნება. თქვენი აზრით, საქმე სანქციების დაწესებამდე მივა?
– პრეცედენტები იმისა, რომ აშშ და ევროკავშირი თავის პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებას სანქციებს უწესებენ, პრაქტიკულად არ არსებობს. პრაქტიკულად პირველი შემთხვევა იყო, როცა აშშ-მ ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირა. თუ ასეთი რამ მოხდა, მხედველობაში მაქვს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება, ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის.
თუ კანონი მაინც იქნა მიღებული, მას შეფასებები მოჰყვება კიდევ უფრო მკაცრი. ეს არ იქნება მხოლოდ განცხადებები, იქნება კიდევ უფრო კონკრეტული ზომები მიღებული. არაა გამორიცხული იგივე სტატუსის შეცვლასაც შეეხოს. ურთიერთობებში რომ სერიოზული ცვლილებები მოხდება, ცხადია
სახელმწიფოს წარმომადგენლების დასანქცირება ავტომატურად აუარესებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ქვეყნის ურთიერთობას. ეს რომ მოხდეს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმაც შეიცვლება და ქვეყნისთვისაა ცუდი. ეს რომ მომავალში გამოსწორდეს, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ იქნება საკმარისი.
პარტნიორებთან ურთიერთობის გამოსწორებას წლები დასჭირდება.
იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებამდე საქმე არ მივა. მაგრამ, თუ არის კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რომელიც კორუფციას უკავშირდება, არაფერი გამორიცხული არაა, მათ შორის სანქციების დაწესება. ეს მათი სუვერენული უფლებაა და მათი გადასაწყვეტია.
ვიმეორებ, მე იმედი მაქვს, რომ საქმე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებამდე არ მივა და პარტნიორებთან ურთიერთობები ასეთ ჩიხში არ შევა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და არანაირი საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ შესაძლოა ეს არ მოხდეს.
– ევროპარლამენტში გამართულმა პლენარულმა სხდომამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ანტიდასავლური და ანტიევროპული კანონის მიღებამდე ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოს ხელისუფლებას „ყვითელი ბარათი“ აჩვენა.
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
– კანონის მიღების პროცესი დიდი ალბათობით წარიმართება ინტენსიური პროტესტების ფონზე. თუ კანონი მაინც იქნა მიღებული, მას შეფასებები მოჰყვება კიდევ უფრო მკაცრი. ეს არ იქნება მხოლოდ განცხადებები, იქნება კიდევ უფრო კონკრეტული ზომები მიღებული. არაა გამორიცხული იგივე სტატუსის შეცვლასაც შეეხოს. ურთიერთობებში რომ სერიოზული ცვლილებები მოხდება, ცხადია.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებები ოქტომბერში იქნება მიღებული. არა მგონია „ქართულ ოცნებას“ ს წინ აწყობდეს საკუთარ კარში ევროკომისიისგან პენალტის მიღება. არ ვიცი ხელისუფლება ამას როგორ გაიაზრებს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ევროკომისიის დასკვნამ შესაძლოა, რეალურად შეცვალოს წინასაარჩევნო სურათი
ევროკომისია სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში შეიკრიბება, რომ საქართველოს საკითხზე იმსჯელოს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ შეიქმნება ევროკომისიის ახალი კომისია, რომელიც საქართველოს თემაზე იმსჯელებს. ანუ იმაზე, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ის 9 მოთხოვნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მიეცა. ასევე იმსჯელებენ იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებები ოქტომბერში იქნება მიღებული. არა მგონია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ აწყობდეს საკუთარ კარში ევროკომისიისგან პენალტის მიღება. არ ვიცი ხელისუფლება ამას როგორ გაიაზრებს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ევროკომისიის დასკვნამ შესაძლოა, რეალურად შეცვალოს წინასაარჩევნო სურათი.
საქართველოს არადემოკრატულ ნაბიჯებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ. არაა გამორიცხული აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს. ის რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ვერ მივიღებთ, უკვე ფაქტია
თავის დროზე სააკაშვილსაც ეგონა, რომ არჩევნების წინ უპირატესობები ჰქონდა, მაგრამ, ვნახეთ, რომ საპირისპირო მოხდა. ახლა თუ რამეზეა კონცენტრირებული საზოგადოება, ეს ქვეყნის ევროპული მომავალია. ამის წინააღმდეგ სვლა ძალიან ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას. ვფიქრობ, ყველა ეს ნაბიჯი, რასაც აქამდე ხელისუფლება დგამდა, საბოლოო ჯამში მას მანდ მიიყვანს.
ჩემთვის ძალიან სათქმელია, საქართველოს არადემოკრატიულ ნაბიჯებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ. არაა გამორიცხული აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს. ის რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ვერ მივიღებთ, უკვე ფაქტია და ვიცით.
დღეს ფაქტია, რომ საქართველო საკმარისზე მეტად დაზიანებულია. საქართველოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში აღარ აქვს მზარდი დემოკრატიის იმიჯი. ამის შეცვლას წლები სჭირდება
ვშიშობ და საკმაოდ საფუძვლიანადაც, საქართველომ ის არ დაკარგოს, რაც გვაქვს. მხედველობაში მაქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის საფრთხეებს ახლა ნამდვილად ვხედავ. ვშიშობ, დღის წესრიგში არ დადგეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხის დაყენებაც. ევროკავშირში არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი.
ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება, რადგან ეს იქნება პროტესტებისა და ტურბულენტური მდგომარეობის ფონზე. სამწუხაროა, რომ მთელი გაზაფხული და ზაფხული მოგვიწევს პერმანენტული პროტესტების ფონზე ცხოვრება.
– სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარების ყველა შემთხვევაში ვიღებთ ისეთ შედეგს, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის და თუ ვინმეს ინტერესშია, მეზობელი რუსეთია.
ივნისში ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატით გაერთობა ხალხი, შემდეგ სპორტული ოლიმპიადით, მაგრამ, ეს ვერ შეცვლის იმ დინამიკას, რაც კანონის მიღების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ – ქვეყნის ევროკავშირიდან დისტანცირება და რუსეთთან მეტად დაახლოება…
– უკვე ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესიდან საქართველო ყველა შემთხვევაში დაზიანებული გამოვა. დღეს რაც საქართველოს ირგვლივ ხდება, როგორც არ უნდა დასრულდეს, მთლიანად გამოიტანონ კანონი, ან ხელისუფლებამ ისეთი დემოკრატიული გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს, დღეს ფაქტია, რომ საქართველო საკმარისზე მეტად დაზიანებულია. საქართველოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში აღარ აქვს მზარდი დემოკრატიის იმიჯი. ამის შეცვლას წლები სჭირდება.
რეალურად, როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში პროცესი, ჩვენ უკვე საკმაოდ დაზიანებული ვართ. ახლა საუბარია იმაზე, სავარაუდოდ, ეს საბოლოოდ რამდენად დაგვაზიანებს. იმ სტატუს-კვოზე დავრჩებით თუ ევროკომისიის დასკვნებში იქნება საქართველო საეჭვო პარტნიორი. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია, გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა.
როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში პროცესი, ჩვენ უკვე საკმაოდ დაზიანებული ვართ. ახლა საუბარია იმაზე, სავარაუდოდ, ეს საბოლოოდ რამდენად დაგვაზიანებს. იმ სტატუს-კვოზე დავრჩებით თუ ევროკომისიის დასკვნებში იქნება საქართველო საეჭვო პარტნიორი
თუ ჩვენ ეს პროცესი კიდევ უფრო გავამწვავეთ, კანონი მივიღეთ, არადემოკრატიული კანონი დავნერგეთ ქვეყანაში, მაშინ საქართველო კიდევ უფრო გაუუარესებს მდგომარეობას. რაც არც სახელმწიფოს ინტერესებშია და არც დასავლეთთან ურთიერთობის ინტერესებში. ასეთ ვითარებაში მყოფი არშემდგარი ქართული სახელმწიფო მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის სახელმწიფოს მშენებლობის ის მექანიზმები, რაც რუსეთმა იცის. რუსეთისთვის ასეთი მდგომარეობა ნორმალურია.
თუ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ეს ცალსახად რუსეთის ინტერესებშია. არშემდგარ სახელმწიფოში კი არსებობს ე.წ. გამდიდრებული კლასი, რომელიც საკმაოდ დიდ ხეირს ნახულობენ. ეს იქნება ე.წ. კანონები ოფშორების შესახებ, რომლის ქვეყანაში ოფშორული ანკლავების შექმნას გამოიწვევს.
როგორც ჩანს, ვიღაცებისთვის ეს ხეირის მომტანი იქნება, მაგრამ არა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. თუ ვინმე ამით ისარგებლებს იქნება მეზობელი რუსეთი.
მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთისთვის სასარგებლო რეალობა დადგება, შემდეგ, რაც არ უნდა იძახონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ასე კი არა, სხვანაირად უნდოდათ, უკვე გვიანი იქნება. ეს კი არ აწყობს არც საქართველოს და არც ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი