დიმიტრი ცქიტიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, თუ როგორია ვითარება და როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება

საუბარი გვქონდა, თუ როგორია ვითარება, როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მისთვის უცნობია, პრეზიდენტი დღეს გააკეთებს თუ არა განცხადებას.
„დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, არ ვიცი პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს თუ არა. საუბარი გვქონდა როგორია ვითარება, როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება, როგორ შეიძლება დავუჭიროთ მხარი მათ უსაფრთხოებას, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც განვახორციელო კომუნიკაცია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?