დიმიტრი ცქიტიშვილი – მათე დევიძე სრულად უდანაშაულოა და სრულიად დაუმსახურებლად ებრძვის რეჟიმი – ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ შეურიგებელი ვიყოთ, არ უნდა დავიღალოთ, ამ მდგომარეობის ნორმალიზება არ უნდა მოხდეს

ურთულესი დღეა, მათე დევიძე არის სრულად უდანაშაულო, სრულიად დაუმსახურებლად ებრძვის რეჟიმი, რომ თავისი იმიჯი და ძალაუფლება დაამტკიცოს , – ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას.
როგორც მან ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს შეურიგებლობა.
„ნაძირალების ერთნაირი მასა ებრძვის პატარა ბიჭებს და გოგოებს იმისთვის რომ, თავისი თავი დაიმკვიდროს. უმძიმესია ფაქტია, ქართული ისტორიისთვის და რეალობისთვის, ამ შავ ლაქას დიდი ხანი ვერ ჩამოირეცხავენ ისინიც და სამწუხაროდ, საქართველოც. ეს არის უმძიმესი დანაშაული საზოგადოებისა და ქვეყნის მომავლის წინაშე.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ შეურიგებელი ვიყოთ, არ უნდა დავიღალოთ. ამ მდგომარეობის ნორმალიზება არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.