დიმიტრი ცქიტიშვილი – ის ქვეყანა, რომლის პარლამენტშიც მხოლოდ ერთი პარტიაა, დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება – ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს

ჩვენც აქ ვართ, ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი ვართ და გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას – ალბათ, დაიწყებენ სესიას და დაიწყებენ იმ პროცედურებს რომელიც განსაზღვრულია, უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია – იქნება ეს ხანგრძლივი პროტესტი, თუ ჩვენც დავიღლებით და შევეგუებით ამ პროცესს, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ხელები არ უნდა ჩამოყაროს და უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს.
„გვახსოვს, გაზაფხულზეც რომ დადიოდნენ [„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში], პოლიცია იცავდა მხოლოდ იმას, რომ ისინი შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ. არ ვიცი, რამდენად გასაგებია მათთვის, რა არის დემოკრატია. დემოკრატია ასე არ მუშაობს. პარლამენტში, სადაც მხოლოდ ერთი პარტიაა, ის დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება. საბოლოო ჯამში, სადამდე მივლენ არ ვიცი. ჩვენც აქ ვართ, ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი ვართ და გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. როგორ მოიქცევა ხელისუფლება შეგვიძლია ვიმკითხაოთ, მაგრამ ვნახოთ და დავუცადოთ. ახლა პარლამენტში რა ხდება ვერ გეტყვით. ალბათ, დაიწყებენ სესიას და დაიწყებენ იმ პროცედურებს რომელიც განსაზღვრულია. უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია – იქნება ეს ხანგრძლივი პროტესტი თუ ჩვენც დავიღლებით და შევეგუებით ამ პროცესს. ამიტომ, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?