დიმიტრი ცქიტიშვილი გახარიას პარტიაზე – პარლამენტში შესვლა შეცდომაა – კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასეა

ჩემი ბრალი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი განგაში არ ავტეხე, მაგრამ, რეალურად, მივედით იქამდე, რაც უკვე თავად ირაკლი მ თქვა – ეს სცენარი, პრაქტიკულად, მათი მოგონილი იყო, მათ მოგონილ სცენარზე წამოვეგეთ და 4 ოქტომბერს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დამარცხდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ცქიტიშვილმა თავისი ყოფილი გუნდის, გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა და „ქართული ოცნების” ინტერესებზე მორგებას დაუკავშირა. ცქიტიშვილის თქმით, გახარიას გუნდი პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას აძლევს.
„ეს ფრაგმენტირებული ოპოზიცია ყველაზე მეტად ემსახურება „ქართული ოცნების” ინტერესებს. დღეს რეალურად მივედით იქამდე, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებით და მას მერეც, ოპოზიციის ყველა ქმედებები მოემსახურა „ქართული ოცნების” ინტერესებს, მათ შორის, კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ქმედება.
რეალურად ეს შედეგი დადგა და ამის გააზრება თუ არ გვინდა, მაშინ ახლიდან გავივლით ამ პროცესებს და ისევ დამარცხებულები გამოვალთ.
ჩემი ბრალი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი განგაში არ ავტეხე, მაგრამ, რეალურად, მივედით იქამდე, რაც უკვე თავად მ თქვა – ეს სცენარი, პრაქტიკულად, მათი მოგონილი იყო, მათ მოგონილ სცენარზე წამოვეგეთ, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ, მაგრამ მათი სცენარით ვიმუშავეთ და 4 ოქტომბერს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დამარცხდა და დღეს პასუხისმგებლობა გადატანილი გვაქვს მთლიანად იმ ჯგუფზე, რომელიც თავდადებით იბრძვის ქუჩაში.
პარლამენტში შესვლა, რა თქმა უნდა, შეცდომაა. თუ მაშინ შესვლა შეცდომა იყო, ახლა კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის. ეს არის მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მისცენ, კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური გახდება იმიტომ, რომ საერთაშორისო სისტემაში და ქართულ საზოგადოებაში შედგა ის, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ გახარიას პარტიამ მათ თავისი მხრიდან მისცა ლეგიტიმაცია იქ ყოფნითა და იქ მუშაობით”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.