დიმიტრი სილაქაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა

ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი თქვა.
თავიდან, მისი რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან” გადაცემა “ამ შაბათ-კვირის” ეთერით გადაიცემოდა, 2024 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, გადაცემა “შუადღის პიკის საათში”.
რუბრიკა ბოლოჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 29 ივლისს გავიდა.
დავემშვიდობები მსმენელს, ეს ჩემი ბოლო გადაცემაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მინდა ვუსურვო ჩვენს მსმენელს წარმატებები. ასევე, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გამთლიანება, გაძლიერება, სამართლიანი ქვეყნის ჩამოყალიბება და ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ ქვეყანას უსურვო,” – განაცხადა დიმიტრი სილაქაძემ ბოლო გადაცემაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასევე დაიხურა გადაცემა “ამ შაბათ კვირას”. წამყვანებმა ევგენიძემ და შარვაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ