დიმიტრი სანაია: არ მოგიხდით ბოდიშს იმის გამო რომ ვარსებობთ და იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ჩვენი კუთვნილის მიღებას ვითხოვთ. არც გავჩუმდებით არასდროს

დან დევნილი დიმიტრი სანაია სოციალურ ქსელში წერს:

თვალი მოვკარი რამდენიმე იდიოტის კომენტარს, რით ვერ დაკმაყოფილდნენ ეს დევნილებიო.
ყელში ამოვიდა უკვე ეს დამოკიდებულება დევნილების მიმართ. ახლა შევეცდები მარტივად გაგცეთ ამაზე პასუხი და მერე ნებისმიერმა, ვინც ფიქრობთ, რომ დევნილებს რაიმე გადაჭარბებული მოთხოვნები გვაქვს ან ოდესმე გვქონია, შეგიძლიათ პირი ამოიკეროთ ან უბრალოდ გაქრეთ პირადად ჩემი ცხოვრებიდან.
1. დღეს, ვინც დევნილები ვართ (აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, გორიდან) ომების შედეგად დავკარგეთ ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი, იმდენად ყველაფერი, რომ ამ დანაკარგს ვერასდროს ვერაფერი და ვერავინ აანაზღაურებს.
აქ საუბარი მარტო ქონებაზე არაა, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, საფლავებზე, მოგონებებზე და ა.შ.
2. ვინც არასდროს ყოფილხართ დევნილი ან დევნილების ოჯახთან დაახლოებული, ვერასდროს ვერ გაიგებთ რას ნიშნავს ამ სახელის ტარება.
ოდითგანვე, როცა აფხაზეთიდან დევნილები იძულებით ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არც ერთი დღე ტკბილი არ ჰქონიათ არც ჩვენს მშობლებს და არც ჩვენ, მათ შვილებს.
ეგ კი არა, ომიდან წამოსულებს, ჩამოთრეულებს და ბინძურებს ეძახდნენ თბილისში და ზუგდიდში.
45 ლარია დღეს სახელმწიფოს მხრიდან დევნილის დახმარება. ეს კიდევ რეკორდია, იყო დრო, როცა 10 ლარი იყო. 45-ლარი დახმარება კი არა, დამცირებაა, სხვა არაფერი. ლიბერთი ბანკიდან თუ რამდენიმე თვის თანხა წინასწარ გამოიტანე, თითქმის გასამმაგებულ რაოდენობას აბრუნებ.
ეგ კი არა, ქვეყნიდან თუ გახვედი, მაგ 45-ლარის ჩარიცხვასაც გიწყვეტენ. 1000 ლარზე მეტი თუ გამოიმუშავე თვეში, მაგ შემთხვევაშიც არ გაძლევენ 45 ლარს.
3. 25 წელი დასჭირდა ბებიაჩემს, რომ 30 კვადრატული ბინა დაეკანონებინა საერთო საცხოვრებელში.
ჩემი ნათესავების და მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა 20-25 წელი ცხოვრობდა სრულიად არაადამიანურ პირობებში, ზოგიერთ შემთხვევაში 15-20 კვადრატულ ბინებში 3-4 კაცი.
4. იმ დევნილებს, რომლებმაც თავიანთი შრომით რაღაცას მიაღწიეს, 20-წლიანი სესხებით ბინა იყიდეს და ახლა მთელი ცხოვრება უნდა იხადონ, სახელმწიფო არაფერს, საერთოდ არაფერს არ აძლევს, არათუ საცხოვრებელს. არადა, ამ ადამიანების უმრავლესობამ ცხოვრება სრულიად ნულიდან დაიწყო ომის შემდეგ.
5. ბებიაჩემიც და ბაბუაჩემიც, ორივე, სიცოცხლის ბოლო დღემდე იმას ნატრობდნენ, რომ აფხაზეთში კიდევ ერთხელ ჩასულიყვნენ და ოცნებობდნენ, რომ მათი საფლავები იქ ყოფილიყო.
არასდროს დევნილები არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა, არასდროს.
ვის მოგაბეზრეთ ერთი თავი და რითი, ძალიან მაინტერესებს. ვინ წაგართვათ თქვენ რამე? ოდესმე თუ განგიცდიათ იმის ნახევარი ტკივილი, დანაკარგი და უსამართლობა, რაც დევნილებს აქვთ განცდილი?
ყველა დევნილს გვირჩევნია დაგვაბრუნონ ჩვენს მიწაზე თუნდაც ჩვენი საკუთრების გარეშე და მივხედავთ ჩვენს თავებს როგორმე, არ იდარდოთ.
არ მოგიხდით ბოდიშს იმის გამო რომ ვარსებობთ და იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ჩვენი კუთვნილის მიღებას ვითხოვთ. არც გავჩუმდებით არასდროს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!