დიმიტრი პესკოვმა „ტელეგრამის“ მფლობელს მოუწოდა, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უფრო ყურადღებით იყოს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „ტელეგრამის“ მფლობელს მოუწოდა, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უფრო ყურადღებით იყოს.
„ჩვენ პაველ დუროვისგან უფრო მეტ ყურადღებას ველით, რადგან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს უნიკალური და ფენომენალური რესურსი, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი თაობის თვალწინ განვითარდა, ტერორისტების მიერ ტერორისტული მიზნებისთვის გამოსაყენებელ იარაღად იქცევა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში „ტელეგრამის“ აპლიკაციის აკრძალვა არ იგეგმება.
ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გასულ პარასკევს, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირებთან დაკავშირება „ტელეგრამის“ არხის საშუალებით მოხდა, რომელიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფო – ხორასანს“ მიეკუთვნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს