დიმიტრი პესკოვი – ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვლადიმერ პუტინის ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია გაუგებარია – მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ვიეტნამში პრეზიდენტ ს სახელმწიფო ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია პროგნოზირებადი იყო,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს იმიტომ, რომ ს ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ის კონცენტრირებული იყოს ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მიმდებარე რეგიონებში, უკიდურესად მტრულად აღიქმება“, – აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, დასავლეთის ასეთი რეაქცია სრულ გაუგებრობას იწვევს, რადგან, მისი მტკიცებით, მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და რომ ყველა კონტაქტი მიზნად ისახავს მხოლოდ იმ ქვეყნების ხალხების კეთილდღეობის გაზრდას, რომლებიც ამ ურთიერთობაში მონაწილეობენ.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს ჩვენს ყველა პარტნიორზე, მაგრამ თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ კონფრონტაციას მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, ის ორმხრივად მომგებიანია და, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 18-20 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლებების წარმომადგენლებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.