დიმიტრი პესკოვი – ჩინეთზე აშშ-სა და ევროკავშირის უპრეცედენტო ზეწოლა გრძელდება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობის კონტექსტში

ჩინეთზე -სა და ევროკავშირის უპრეცედენტო ზეწოლა გრძელდება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობის კონტექსტში, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩინეთზე აშშ-სა და ევროკავშირის უპრეცედენტო ზეწოლა გრძელდება, მათ შორის ჩვენთან ურთიერთობის კონტექსტშიც. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის დაბრკოლება ვერ გახდება“, – განაცხადა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, აშშ-ის სანქციების შიშით ზოგიერთმა ჩინურმა ბანკმა დან ჩინურ იუანში ტრანზაქციების განხორციელება შეწყვიტა.
„ჩინეთთან ურთიერთობების უმაღლესი დონისა და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ამ სირთულეების დასაძლევად საჭირო შესაძლებლობები გვაქვს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ