დიმიტრი პესკოვი – უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად -ის ძალისხმევას მივესალმებით

უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად -ის ძალისხმევას მივესალმებით, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ქნესეთში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.
„ჯერ უნდა მოვაგვაროთ. ეს უნდა დავასრულოთ. სტივ, მოდი კონცენტრირება რუსეთზე მოვახდინოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
პესკოვის განცხადებით, დონალდ ტრამპის განზრახვას მიესალმება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ასეთ განზრახვებსა და პოლიტიკურ ნებას იმისთვის, რომ ეს მშვიდობიანი გზების პოვნას ხელს შეუწყობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის გავლენა და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლების დიპლომატიური უნარები უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესის მიმართ მეტი აქტიურობისა და მზადყოფნისკენ უბიძგებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას