უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის სპეციალური იარაღი; ისინი შეიძლება იყოს ბირთვული ან არაბირთვული. მათ აქვთ დიდი, მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ Tomahawk-ის რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.
მისი თქმით, რუსეთი სწავლობს დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებს რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით
„ძალიან დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პესკოვმა.
