დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას შესაბამის პასუხს გასცემს

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემას, პესკოვმა უპასუხა, რომ „შესაბამისად“.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერი The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.
„ეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არსაიდან არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატები ს სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მუდმივად უზიარებს“, – აღნიშნა პესკოვმა.