დიმიტრი პესკოვი – უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ

უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მეორე რაუნდის გამართვა ორშაბათს, 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა მთავარი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ ჩვენი წინადადება ნათლად იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს