დიმიტრი პესკოვი – სთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა – აგვისტოს ბოლომდე ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა ძნელი წარმოსადგენია

უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„გარღვევას ნამდვილად არ ველოდით. გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. გუშინ, მესამე რაუნდის შემდეგ მედინსკიმ დაადასტურა, რომ ადრე გაცვლილი მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომები არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე უკრაინისა და ს პრეზიდენტებს, სა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძნელი წარმოსადგენია“.
„შეუძლებელია იმის თქმა, რომ რაღაც ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პოზიციების დასაახლოებლად უნდა შესრულდეს, ეს ძნელი წარმოსადგენია“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინისა და ს დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ, სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში სა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.