დიმიტრი პესკოვი – სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მაშინ დავასახელებთ, როცა ვლადიმერ პუტინისგან მითითებას მივიღებთ

სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ს დელეგაციის შემადგენლობას მაშინ დავასახელებთ, როცა სგან მითითებას მივიღებთ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა პრეზიდენტისგან შესაბამის მითითებას მივიღებთ. მსგავსი მითითება ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთის დელეგაცია ხვალ, 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება“.
შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.