დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, სანამ შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
„სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცნობილია როგორც კიევისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის.
„ჩვენი პოზიცია (უკრაინასთან დაკავშირებით) ძალიან ნათელია. ეს კარგად ესმით როგორც კიევის რეჟიმს, ასევე ამერიკელ მომლაპარაკებლებს, რომლებიც კეთილ სამსახურს წევენ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების წარმოების კუთხით და რომელთა მიმართაც მადლიერები ვართ მათი ძალისხმევისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია