დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი თავის მიზნებს მიაღწევს

სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი თავის მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნებისმიერი ომი, ასე თუ ისე, მშვიდობით სრულდება. ჩვენთვის, ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. როგორც კი ამ მიზნების, ამა თუ იმ გზით, მიღწევა მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, -ის საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
„ეს ჩვენი პრიორიტეტული ინტერესის საკითხს არ წარმოადგენს, ჩვენ ჩვენი პრობლემებითა და დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ეს ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხი არ არის“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?