დიმიტრი პესკოვი – საფრანგეთში არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში გაჩნდა

საფრანგეთში საპარლამენტო ს პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე შეინიშნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთის არჩევნებს და ფიქრობს, რომ ის, თუ როგორ წარიმართა პირველი ტური, მთელ ევროპაში არსებულ ტენდენციას ასახავს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას და ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, მანამდე გაჩნდა, დასტურდება. დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგების, ფრანგი ამომრჩევლის არჩევანი ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია“, – აღნიშნა პესკოვმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს. მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ – 27,98%-ით, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ს კოალიცია გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან