დიმიტრი პესკოვი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვაზე – ფინეთის ხელისუფლების რუსოფობიური პოზიცია სინანულს იწვევს

ფინეთის ხელისუფლების რუსოფობიური პოზიცია მოსკოვის სინანულს იწვევს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ორი სახელმწიფოს საზღვარზე რამდენიმე გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
„ნაკლებად სავარაუდოა, ახლა სიტუაციაზე გავლენა მოვახდინოთ, რადგან დიალოგი, როგორც ასეთი, არ არსებობს და ეს ჩვენი ბრალი არ არის, დიალოგის შეწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ, ეს არაფერს იწვევს, ღრმა სინანულის გარდა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და ფინეთს დიდი ხნის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
„რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ეს ურთიერთობები შეიცვალა ასეთი რუსოფობიური პოზიციით”, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები