დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე – ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის – კიევს ეცნობა კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია

კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კიევს ეცნობა, დებულებები უკრაინულ მხარეს წერილობით გადაეცა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენი ყველა პოზიცია გადაეცათ, შესაბამისი პროექტები, ასე ვთქვათ, ძირითადი დებულებები უკრაინულ მხარეს წერილობით გადაეცა“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, როგორც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრაზე კომენტირებისას პესკოვმა განაცხადა, მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული.
„პუტინი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას