დიმიტრი პესკოვი – რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ს დელეგაციას ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს – ძალიან რთული საუბარი იქნება

რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რთული იქნება, რადგან შეთანხმების შესახებ მემორანდუმების პროექტები დიამეტრულად საპირისპიროა, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბუნებრივია, არავინ ელის მარტივ გზას. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული საუბარი იქნება. პროექტები დიამეტრულად საპირისპიროა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა შედეგებს ელის მოსკოვი მოლაპარაკებების მესამე რაუნდისგან.
მისივე თქმით, რუსეთის დელეგაცია კიევთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში გაემგზავრა. შეხვედრა დღეს საღამოს არის დაგეგმილი.
პესკოვის განმარტებით, დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებების ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებები არ არის.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დღის წესრიგში მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებული საკითხები შედის. მხარეები ასევე განიხილავენ ორმხრივი გაცვლის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ