დიმიტრი პესკოვი – რუსეთსა და ს შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება

რუსეთსა და ს შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ყველა დინამიურად მუშაობს. ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მხარეები ცალ-ცალკე მოამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას.
პესკოვის განმარტებით, ასევე მიმდინარეობს მზადება ტყვეების 1000/1000-ზე პრინციპით გაცვლაზე.
„მიმდინარეობს სამუშაოები სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს უკრაინასთან ტყვეების 1000/1000 -ზე პრინციპით გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები.
ს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომი მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე განცხადებით, მოსკოვს სგან თანამშრომლობის შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
„არა, ჯერ არა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იყო თუ არა სგან რაიმე კონკრეტული წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების მიზნით მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე