დიმიტრი პესკოვი – რუსეთმა სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა

რუსეთმა სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი -ის პრეზიდენტის, ს მიერ ში მშვიდობის მისაღწევად სთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას.
„გარკვეული იმუნიტეტი უკვე გამოვიმუშავეთ. ჩვენ ამ საკითხზე კვლავ ვაფიქსირებთ ყველა განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან მოდის ან სხვა საერთაშორისო წარმომადგენლებისგან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმერ პუტინს 10-დღიანი საბოლოო ვადა მისცა.
„დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ, ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კაჭარავა – თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს