დიმიტრი პესკოვი – რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთი გამარჯვების დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებში ცეცხლს წყვეტს, თუმცა შესაბამისად უპასუხებს, თუ ს პოზიციებზე ან ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ ს რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენს პოზიციებზე ან ობიექტებზე დარტყმის მცდელობები გაგრძელდება, მაშინვე ადეკვატური პასუხი იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნის შესახებ კიევისგან არანაირი განცხადება არ მოუსმენია.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კიევისგან, რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რეჟიმის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, რომელიც ამ სადღესასწაულო ზავში შემოერთების მზაობაზე მიუთითებდა“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები