დიმიტრი პესკოვი – რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს

რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, კითხვაზე, კომპენსაციის გადახდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას ხელს შეუწყობდა თუ არა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს ცალკე საკითხია“.
„მიგვაჩნია, რომ ეს ცალკე საკითხია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო ს წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.