დიმიტრი პესკოვი – სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა

რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მშვიდობის მიღწევის გზებს ეძებს, თუმცა მისი ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს“.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციით დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთს „ევროპელებთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან მათ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე რუსეთის პოზიციის მოსმენა არ სურთ“.
„ევროპული ქვეყნები მხოლოდ ომის შესახებ საუბრობენ. ისინი უკანასკნელ უკრაინელამდე ომის გაგრძელების შესახებ საუბრობენ. ცდილობენ იპოვონ გზები, რათა ომის გასაგრძელებლად დააფინანსონ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას