დიმიტრი პესკოვი – რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის – რუსეთი ნამდვილი დათვია

რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის – ნამდვილი დათვია, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი -ის პრეზიდენტის, ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
„რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა გარკვეული დაძაბულობა არსებობს“
„რუსეთი მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს. გარკვეული დაძაბულობა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში პრობლემური სფეროები არსებობს, რაც ეკონომიკურ შეზღუდვებთან, სანქციებთან და გლობალურ ეკონომიკურ არეულობასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ.
„მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე /რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ – იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს