დიმიტრი პესკოვი – დათანხმდა დონალდ ტრამპის თხოვნას, უკრაინაზე დარტყმებისგან 1-ელ თებერვლამდე თავი შეიკავოს

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დათანხმდა, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნის თანახმად, უკრაინაზე დარტყმებისგან 1-ელ თებერვლამდე თავი შეიკავოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პერიოდში. დიახ, პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყო“, – განაცხადა მან, როდესაც უპასუხა შეკითხვას : მხარს უჭერს თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის ინიციატივას.
ამასთან, მისი თქმით, პუტინს არსად მიუწვევია და არც შეხვედრა შეუთავაზებია.
„შეხვედრა ზელენსკიმ მოითხოვა და შეხვედრის ინიციატორი ის არის. საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ მოსკოვში“, – განმარტა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, დაეთანხმა მის თხოვნას, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევს და ქვეყნის სხვა ნაწილებს ერთი კვირის განმავლობაში თავს არ დაესხმება.
“პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას”, – განაცხადა ტრამპმა.