დიმიტრი პესკოვი – -ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება

რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ოპერაციაში არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აშშ-მა ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვაში ახალი მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი შექმნა.
საზღვაო ალიანსში სულ ათი სახელმწიფო ერთიანდება: ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში