დიმიტრი პესკოვი – რუსეთისთვის სპეცოპერაცია ომად იქცა

მას შემდეგ, რაც დასავლეთი ში კონფლიქტის მონაწილე გახდა, სპეცოპერაცია ომად იქცა, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ყველამ უნდა გაიგოს, თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მოგვიანებით პესკოვმა განმარტა, რომ სპეცოპერაციის სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა, მაგრამ დე ფაქტო, „კოლექტიური დასავლეთის“ ჩართვის შემდეგ, ის რუსეთისთვის ომში გადაიზარდა.
მისივე მტკიცებით, ახლა რუსეთის მიზანია ე.წ. „ოთხი ახალი რეგიონის“ მაცხოვრებლების დაცვა და ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც კიევს, ფაქტობრივად, „ოკუპირებული“ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ