დიმიტრი პესკოვი – პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს

პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, – ასე ეხმაურება ს პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ. პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა.
„ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია – და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია – არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ტუსკმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ

ლატვიის პრემიერ-მინისტრი – ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღოს, ამიტომ თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება, წარმატებას მიაღწევს