დიმიტრი პესკოვი – პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ არ გვესმის, რას გულისხმობს ზელენსკი მეორე სამშვიდობო სამიტში

კრემლს არ ესმის, რას გულისხმობს „მეორე სამშვიდობო სამიტში“, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
„პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს ის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ. უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართა. რუსეთი ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში