დიმიტრი პესკოვი – ნატო რუსეთთან ომშია, ეს აშკარაა და დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო რუსეთთან, ფაქტობრივად ომშია, ეს აშკარაა და მტკიცებულება არ სჭირდება.
„ნატო რუსეთთან ომშია. ეს აშკარაა და ამას არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება. ნატო ამ ომში, დე ფაქტო, ჩართულია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ნატო ს რეჟიმს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ მხარდაჭერას უწევს.
„ნატო კიევის რეჟიმს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ მხარდაჭერას უწევს. ამიტომ, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნატო რუსეთთან ომშია“, – აღნიშნა პესკოვმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში პაუზაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა