დიმიტრი პესკოვი – ნატოს მისწრაფებები კავკასიაში ყოფნა გაამყაროს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს – საეჭვოა, რეგიონში სტაბილურობის გაზრდა შეძლოს

ნატოს მცდელობები კავკასიაში გავლენა გაზარდოს, რეგიონის სტაბილურობას არ გაზრდის. ამის შესახებ ს პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ნატოს მცდელობები, რომ წარმომადგენლობა გაზარდოს კავკასიაში “შეუიარაღებელი თვალით ჩანს”, რაც რეგიონში ვითარების სტაბილურობას ან პროგნოზირებადობას არ გაზრდის.
“ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში თავისი ყოფნა გაამყაროს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ასევე, არსებობს გაგება, რომ თავად ნატოს მცდელობებს, რამენაირად გაზარდოს თავისი გავლენა და წარმომადგენლობა, საეჭვოა, შეეძლოს კავკასიაში სტაბილურობის ან ვითარების პროგნოზირებადობის გაზრდა”, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის თქმით, კავკასიის ქვეყნებს მსგავსი კონტაქტებისთვის “სუვერენული უფლება” გააჩნიათ.
“რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ძირითადად ვაპირებთ ორიენტაცია ვიქონიოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას რეგიონის ქვეყნებთან გააჩნია”, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს