ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტების ქსელი გამოავლინა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა.
„ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი დააკავეს, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტისგან შემდგარი ქსელის შემადგენლობაში შედიოდნენ და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გატაცებას, შემდეგ კი მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.