დიმიტრი პესკოვი – მოსკოვსა და ბაქოს შორის წარმოშობილი პრობლემები კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს

მოსკოვი დარწმუნებულია, რომ და აზერბაიჯანი პარტნიორებად და მოკავშირეებად უნდა დარჩნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ მხარდამჭერებად ვრჩებით. გვჯერა, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთ რამეს ამბობს, რომ და აზერბაიჯანი არიან და უნდა დარჩნენ უახლოეს პარტნიორებად, მოკავშირეებად და ქვეყნებად, რომლებსაც საერთო ისტორია, საერთო აწმყო და საერთო მომავალი აერთიანებს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოშობილი პრობლემები კონსტრუქციული გზით უნდა მოგვარდეს.
„წარმოშობილი პრობლემები აუცილებლად უნდა გადაწყდეს კონსტრუქციული გზით, ისე, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ზოგად სულისკვეთებას შეესაბამებოდეს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით